ვიმედოვნებ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება, რომელიც ისეთ მტკიცე საძირკველს ემყარება, როგორიცაა ურთიერთგაგება და ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა“ - ნათქვამია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვის წერილში, რომელიც მან თავის ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოუგზავნა.

 

ელმარ მამედიაროვის თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის კეთილდღეობის ინტერსებს ემსახურება.

 

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ ხალხს ბედნიერებას, მშვიდობასა და წინსვლას უსურვებს.

 

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ავრცელებს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.