ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ არჩევანს, როგორც სტაბილური, დემოკრატიული და წარმატებული სახელმწიფოს ჩამოყალიბების წინაპირობას, - ნათქვამია წერილში, რომელსაც 26 მაისის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინა ზაჰარიევა თავის ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს უგზავნის.

 

ეკატერინა ზაჰარიევას თქმით, საქართველო ბულგარეთის ღირებული პარტნიორია. მისივე განცხადებით, სწორედ ამიტომ უნდა გაგრძელდეს ინვესტირება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიმართულებით, რადგან ეს საქართველოსა და ბულგარეთის საერთო ინტერესშია.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.