ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის საულიუს სკვერნელისის განცხადებით, ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

 

“საქართველოს და ლიეტუვას შორის არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე დიალოგი უკვე მრავალი წელია განსაკუთრებულად მჭიდრო ხასიათს ატარებს, ხოლო ურთიერთობები სამაგალითოა. ჩვენ ერთად განვახორციელეთ მრავალი იდეა და ამ მიმართებით კვლავაც განვაგრძობთ თანამშრომლობას. ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - ნათქვამია ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გევრდზე განთავსებულ მილოცვის წერილში.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.