ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, დუბლინის ცენტრში საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა, ხოლო საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქალაქის ცენტრში მდებარე კონგრესის ცენტრი.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქართული დროშები ირლანდიის დედაქალაქში 23 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით იქნება აღმართული.

 

უკვე მეოთხე წელია, რაც ორი ქვეყნის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ნიშნად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დუბლინში ქართული დროშების აღმართვა ხდება.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.