უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ბრიუსელში შეხვედრას ადასტურებს.

 

როგორც ზელენსკიმ "ქრონიკასთან" საუბარში განაცხადა, საქართველოს პრემიერთან „ტელეფონის ნომრები გაცვალა“.

 

"დიახ, ძალიან კარგი ადამიანია. ჩვენ გავცვალეთ ტელეფონის ნომრები. ვისაუბრეთ ჩვენს ურთიერთობაზე, საქართველოზე და უკრაინაზე,"- განმარტა ზელენსკიმ.

 

ამასთან, კითხვაზე: აპირებს თუ არა უახლოეს მომავალში ეწვიოს საქართველოს, მან დადებითი პასუხი გასცა.

 

"რატომაც არა. დიახ. საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა. ერთხელ ნამყოფი ვარ საქართველოში,"- დასძინა უკრაინის პირველმა პირმა.

 

საქართველოს მთავრობის მეთაური მამუკა ბახტაძე და უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ბრიუსელში იმყოფებიან.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.