დღევანდელი საუბრისას მოვუწოდე საქართველოს, გააუმჯობესოს სასამართლოს სისტემა, -ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„დღევანდელი საუბრისას მოვუწოდე საქართველოს გააუმჯობესოს სასამართლოს სისტემა და დაარწმუნოს (დაადასტუროს), რომ მისი დემოკრატია მოიცავს თავისუფალსა და სამართლიან არჩევნებს.

 

პრემიერ-მინისტრთან აგრეთვე მქონდა შანსი, განმეხილა საქართველოს პარლამენტის პასუხისმგებლობა და დავრწმუნებულიყავი, რომ სახელმწიფო სააგენტოები მუშაობენ კანონიერად და ასრულებენ იმას, რასაც საკუთარ მოქალაქეებს დაჰპირდნენ“, - განაცხადა მაიკლ პომპეომ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.