კონგრესში, კანონპროექტს, რომელიც საქართველოსთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, კიდევ ერთი ახალი მხარდაჭერი ჰყავს, ამჯერად სანქციის აქტს ტენესის შტატის კონგრესმენი, რესპუბლიკელი ჩაკ ფლეიშმანი შეუერთდა.

 

ჩაკ ფლეიშმანი, მეხუთე კონგრესმენია, რომელმაც წარმომადგენელთა პალატის, რესპუბლიკელი კონგრესმენის, მარკუეინ მალინის მიერ წარდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

 

ამ ეტაპისთვის კანონპროექტს სულ ექვსი მხარდამჭერი ჰყავს: მარკუეინ მალინი, ბილ ფლორესი, უიალ ჰარდი, პიტ ოლსონი, რენდი უებერი და ჩაკ ფლეიშმანი

 

კანონპროექტი, აშშ-ის მხრიდან ფინანსური დახმარებისა და კრედიტების აღების შეწყვეტას გულისხმობს, ასევე ამოქმედდება სავიზო შეზღუდვები.

 

,,დაეწესოს სანქციების საქართველოს მთავრობას, თუ აშშ-ის პრეზიდენტი გამოავლენს, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებს, რათა ძირი გამოუთხაროს ვალდებულებებს თუ საკონტრაქტო შეთანხმებებს აშშ-ის მოქალაქეებთან, რომლებიც საქართველოში ჩართულები არიან ბიზნესში თუ სხვა ოპერაციებში“,-წერია კანონპრექტში.

 

კანონის თანხმად , მისი მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტმა მიღებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, საშუალოდ, 180 დღეში ერთხელ უნდა წარუდგინოს კონგრესს დოკუმენტი სადაც გამოვლინებული იქნება საქართველოს მთავრობის მიერ ვალდებულებების დარღვევა.

 

საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესება გულისხმობს:

 

1.  აშშ-ის მთავრობის ნებისმიერმა განყოფილებამ (მათ შორის - აშშ-ის საექსპორტო-საიმპორტო ბანკი და ზღვისიქითა კერძო ინვესტირების კორპორაცია) არ უნდა გააგრძელოს საქართველოს მთავრობისთვის სესხი, საკრედიტო გარანტია,დაზღვევა, ფინანსირება ან სხვა მსგავსი ფინანსური დახმარება, გარდა ჰუმანიტარული, სოფლის მეურნეობისა და სამედიცინო პროდუქტებისა.

 

2.  ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოსთვის ხელმისაწდომი აქტივები არ უნდა იყოს გამოყენებული სააგენტოს მოქმედებისთვის საქართველოში.

 

სანქციები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის გულისხმობს:

 

1.  აქტივების დაბლოკვას - საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებების კანონის მიერ, პრეზიდენტის მიერ, ყველა მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებას იმ დოზით, რომელიც საჭირო იქნება სანქციებს ქვეშ მოხვედრილი პირების ტრანზაქციების აკრძალვისთვის ქონებასა და აქტივებში, თუ ეს ქონება და აქტივები არის აშშ-ში, შემოდის აშშ-ში ან არის აშშ-ის მოქალაქის კონტროლისა თუ მფლობელის ქვეშ;

 

2.  აშშ-ში ჩასასვლელად საჭირო ვიზის ან სხვა სხვა დოკუმენტაცის მიღების შესძებლობის არ ქონას.

 

3.  სხვა გზით აშშ-ში ჩასვლის ან ემიგრაცისა და ეროვნების კანონით გათვალისწინებული სხვა სარგებლის მიღებას.

 

4.  ამჟამინდელი ვიზისა თუ აშშ-ში შესვლის სხვა დოკუმენტის უმალ გაუქმებას, მიუხედავად გაცემის თარიღისა.

 

რაც შეეხება სანქციების შეჩერებას

 

ზემოთ აღწერილმა სანქციებმა უნდა შეწყვიტონ მოქმედება იმავე დღეს, თუ პრეზიდენტი შესაბამის კომიტეტებს გადაუგზავნის დოკუმენტებს, სადაც სანქციების დაწესებისადმი ნეგატიური პასუხი იქნება.

 

ცნობისთვის, აშშ-ს კონგრესში საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე კანონპროექტი 2019 წლის 28 თებერვალს დარეგისტრირდა. კანონპროექტი ჯერ საგარეო საქმეთა კომიტეტში გაიგზავნა, შემდეგ კი საიმიგარციო და მოქალაქეობის საკითხზე მომუშავე კომიტეტში.

 

კანონპროექტი ამჟამად წარმომადგენელთა პალატაშია, რომელიც შესაბამის კომიტეტებში განხილვას ელოდება.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.