საქართველოში იაპონიის საელჩო ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

მისი მიხედვით, იაპონია კვლავ ადასტურებს მის თანმიმდევრულ პოზიციას, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხი მშვიდობიანი გზით გადაიჭრას.

 

ეს კი დიპლომატიური წარმომადგენლობის შეფასებით, უნდა განხორციელდეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების სრული დაცვით და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების პატივისცემით, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და სრულიად სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის.

 

„იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.