გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის თქმით, მსოფლიო სპარსეთის ყურეში კიდევ ერთ ომს ვეღარ გაუმკლავდება. მისი თქმით, ლიდერებმა თავი უნდა შეიკავონ სიტუაციის კიდევ უფრო ესკალაციისგან. ამის შესახებ ანტონიუ გუტერეშის წარმომადგენელმა ქასიმ სულეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, გაეროს გერენალური მდივანი არსებული სიტუაციით შეშფოთებულია.

 

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ აშშ-მა ბაღდადის აეროპორტში ოპერაცია განახორციელა, რომლის დროსაც სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად ირანის ე.წ. ჩრდილოვანი გენერალი, ქასიმ სულეიმანი დაიღუპა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.