ევროპაში დიდთოვლობასა და ამინდის გაუარესებას 12 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ადამიანი კი, ალპებში თოვლში ჩარჩა. ამის შესახებ „ასოშიეითიდ პრესი“ იუწყება.
ნორვეგიაში ამ დრომდე ეძებენ ოთხი მოთხილამურის ცხედარს, რომლებიც გასულ კვირას ზვავის ქვეშ მოჰყვნენ. მათი მოძებნა უამინდობის გამო ვერ ხერხდება. ასევე, ზვავის შედეგად გარდაიცვალა რამდენიმე ადამიანი შვეიცარიაში, ავსტრიასა და გერმანიაში. ამ ქვეყნების ხელისუფლებების განცხადებით, გადაუღებელი თოვა ახალი ზვავების ჩამოწოლის რისკს კიდევ უფრო გაზრდის.
საბერძნეთში მოსული დიდი თოვლის შედეგად, დახურულია სკოლები. ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცა. ავსტრიაში ასობით ადამიანი ჩახერგილი გზების გამო სახლებს ვერ ტოვებს, ზოგიერთ რეგიონში კი არ აქვთ ელექტროენერგია, რადგან ელექტროსადენები ხეების წაქცევის შედეგად დაზიანდა.
სინოპტიკოსები აღმოსავლეთ გერმანიაში თოვლის გაძლიერებას, ჩრდილოეთში კი შტორმულ ამინდს ელოდებიან. ნიდერლანდებში, ამსტერდამის აეროპორტში მგზავრები 160-მდე რეისის დაგვიანების შესახებ გააფრთხილეს.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის კმ10-კმ11 მონაკვეთზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.