ზვავის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილი რუსეთის მოქალაქეა, ხოლო დაშავებული - საქართველოს მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

„სტეფანწმინდაში, კობის საავტომობილო გზაზე მოულოდნელად ჩამოწოლილი ზვავის შედეგად, ხევში ავტომობილი გადავარდა.

 

ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, თოვლის მასის ჩამოწოლის შედეგად ჩავარდნილ სატრანსპორტო საშუალებაში 3 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ერთი ქალი, რუსეთის მოქალაქე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ხევიდან ამოყვანილია ორი ადამიანი, რომელთაგან ერთს, საქართველოს მოქალაქეს აღენიშნება მოტეხილობა, ხოლო მეორე, სომხეთის მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოყვანილია უვნებლად. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფები“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.