გამოძიებაში, რომელსაც შსს დაიწყებს, გარდაცვლილი მოზარდების მშობლებს შეეძლებათ გამოძიებიდან ინფორმაცია ყოველდღიურად მიიღონ, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ნაბიჯით საზოგადოების მოთხოვნას პასუხი გაეცემა. „ასევე მინდა დაღუპულის ოჯახის წევრებს ვუთხრათ, რომ რა ხარისხითაც მოინდომებენ გამოძიებაში ჩართვას, ისინი ჩაერთვებიან. პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ დროის უმცირეს მონაკვეთში საზოგადოების კითხვებზე დავდებთ პასუხს“.

როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემს მიერ თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, არც ერთი წამით ამ ნაბიჯის გადადგმაზე არ დავფიქრდები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ჯერ ასეთი სიტუაცია არ დამდგარა. „მე ჩემი თანამდებობდა არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს. როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემს მიერ თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, თუნდაც ოდნავ გააუმჯობესებს და განმუხტავს სიტუაციას, მე არც ერთი წამით ამ ნაბიჯის გადადგმაზე არ დავფიქრდები. დღეს ეს სიტუაცია არ არის. მინდა გარანტია მივცე დაღუპული ბავშვების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე, ყოველდღიურად რა ხარისხითაც ისინი მოინდომებენ ინფორმაციის მიღებას და პროცესში ჩართვას, იმ ხარისხით იქნებიან ჩართული როგორც შსს-ს მიერ წარმართულ პროცესში, ასევე საგამოძიებო კომისიის მიერ წარმართულ მუშაობაში,“

იუსტიციის მინისტრს დავალება მივეცი, ახალი პროკურორი მაქსიმალური ლეგიტიმაციით შეირჩეს, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე შეფასებით, დღეს ირაკლი შოთაძემ მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, როდესაც თანამდებობა დატოვა. "მთავარმა პროკურორმა ღირსეული ნაბიჯი გადადგა. ჩვენ ახალი პროკურორის შერჩევის პროცესი უნდა დავიწყოთ. დავალება მივეცი, მაქსიმალური ლეგიტიმაციით შეირჩეს პროკურორი, რომ არც ერთი მისხალი ეჭვი ახალ მთავარ პროკურორთან მიმართებაში არ არსებობდეს".

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იქნება ამ პროცესის ხელმძღვანელი და მე ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენი ხელისუფლება არის ხალხის არჩეული ხელისუფლება. ყოველთვის ვიდექი და ვდგავარ ხალხის გვერდით. არასოდეს მოვრიდებივარ ხალხთან პირდაპირ კომუნიკაციას და სწორედ ამის გამო გადავწყვიტე მივსულიყავი აქციის მონაწილეებთან, პირველ რიგში მივსულიყავი მოკლული ახალგაზრდა კაცის მამასთან და სხვა გარდაცვლილი ბავშვების მშობლებთან, რომლებიც იქ დგანან.

„ხვალიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს საქმეს და ვიცე პრემიერი გიორგი გახარია წაიყვანს გამოძიების პროცესს. ის იქნება ხელმძღვანელი და რა თქმა უნდა, მე ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული, გავაკონტროლებ არ პროცესს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Merab Tsaava
ავტორი:Merab Tsaava
ვებგვერდი:www.globalpress.ge
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.