ძლიერი ქარის გამო ბათუმის სამაშველო სამსახურში ამ დროისთვის 22 გამოძახებაა დაფიქსირებული. როგორც ჟურნალისტებს სამაშველო სამსახურში განუცხადეს, გამოძახებები ძირითადად საცხოვრებელი სახლების სახურავების დაზიანებას და ხეების წაქცევას უკავშირდებოდა.

 

უწყების განმარტებით, ყველა შეტყობინებაზე გასული არიან სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. რაც შეეხება ჭავჭავაძის ქუჩას, იქ კვლავ რჩებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ჭავჭავაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის დაზიანებული სახურავი ჩამოვარდა. შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ასევე, დაზიანდა ქუჩაში მყოფი ორი ავტომობილი. შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა.

 

ამ დროისთვის ბათუმში ძლიერი წვიმაა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.