რეგიონებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, სამინისტროს წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად სტიქიის სამივე რეგიონში - იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში მუშაობენ. მათივე ინფორმაციით, სამივე რეგიონის ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

 

უწყების ცნობით, ფაქტობრივად დასრულებულია ზარალის დადგენის სამუშაოები. რამდენიმე დაზიანებული ობიექტის აღდგენითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს იმერეთსა და სამეგრელოში. პარალელურად ხდება საჭირო მასალის მობილიზება და მიწოდება მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელმაც გამოთქვა სურვილი სტიქიისგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაოები თავად აწარმოოს.

 

ასევე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გაზის მიწოდება სრულად აღდგენილია და გრძელდება სამუშაოები ელექტროენერგიის სრულად აღსადგენად.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.