NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ საქართველოს სასამართლოები ერთნაირად არ ეპყრობა ყველა მოქალაქეს. უფრო კონკრეტულად, გამოკითხულთა 62% თვლის, რომ საქართველოს სასამართლოები ერთნაირად არ ეპყრობა ყველა მოქალაქეს, ზოგს უპირატესობას ანიჭებს, ზოგს - არა. გამოკითხულთა 19% თვლის, რომ საქართველოს სასამართლოები ერთნაირად ეპყრობა ყველა მოქალაქეს და უპირატესობას არავის ანიჭებს.

 

ამასთან, გამოკითხულთა 45% სასამართლოს საქმიანობას ცუდად აფასებს, 29% -საშუალოდ, 16%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი, ხოლო 10% სასამართლო საქმიანობას კარგად აფასებს.

 

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევა 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 180 (გამოპასუხება 35) პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი 1,9 პროცენტია.

 

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC — საქართველო.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.