„ერონულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 70 % პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხის ჩაგდებას უარყოფითად აფასებს.

 

შეკითხვაზე: როგორ შეაფასებთპარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ არ დაუჭიროს მხარი არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს? რესპონდენტთა პასუხები ასე გადანაწილდა: გამოკითხული მოსახლეობის 70% ამბობს, რომ ამას უარყოფითად შეაფასებდა, 16% - დადებითად, 11%-მა პასუხი არ იცის, ხოლო 2% პასუხზე უარს ამბობს.

 

გარდა ამისა, კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 59%-მა იცოდა, რომ 20 ივნისის დემონსტრაციების შემდეგ „ქართული ოცნება“ დათანხმდა საპროტესტო აქციის მონაწილეების ერთ-ერთ მოთხოვნას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარები აღარ აერჩია და ხმა მხოლოდ პარტიებისთვის მიეცა. 2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა განიხილა საკონსტიტუციო ცვლილება საარჩევნო სისტემასტან დაკავშირებით და მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა NDI-ს გამოკითხული მოსახლეობის 28%-ს, ხოლო 11%-მა აღნიშნა, რომ არ იცის, უარი პასუხზე 1%-მა განაცხადა.

 

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევა 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 180 (გამოპასუხება 35) პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი 1,9 პროცენტია.

 

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC — საქართველო.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.