Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.8661
EUR
3.19
RUR
0.0454
GBP
3.7821

ევროპარლამენტის სპიკერმა დავიდ სასოლიმ ევროკავშირს მოუწოდა, ანკარასთან ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩეროს, რაც სირიაში თურქეთის საომარ ოპერაციას უკავშირდება. ამის შესახებ მან ევროკავშირის ლიდერების წინაშე ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„ყველანაირი ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ, რათა აგრესიის ეს აქტი შევაჩეროთ და წამოვწიოთ ინიციატივა, რომელიც შემუშავებული იქნებოდა ნატოს ფარგლებში და წარედგინება გაეროს უშიშროების საბჭოს. ამ ფონზე, ევროპარლამენტი იმეორებს თავის მოწოდებას, შეჩერდეს მოლაპარაკებები თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“ , - განაცხადა სასოლიმ.

 

მანვე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი გადაწყვეტით უარყოფს თურქეთის ხელისუფლების მცდელობას, დააკავშიროს მისი სამხედრო მოქმედებები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით თურქეთის ტერიტორიაზე მყოფ სირიელი დევნილების ბედთან.

თურქეთმა სირიაში ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო, მაგრამ აღნიშნულმა ნაბიჯმა მსოფლიო ქვეყნების მიერ კრიტიკა გამოიწვია.

 

The Aljazeera-ს ცნობით, მსოფლიო ლიდერები შიშობენ, რომ თურქეთის მიერ სამხედრო შეტევის წამოწყება რეგიონალურ უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის და „ისლამურ სახელმწიფოს“ აღორძინების საშუალებას მისცემს.

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპმა კი სირიიდან ჯარის გაყვანის შესახებ გასცა ბრძანება, მაგრამ თურქეთს საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკის განადგურებით ემუქრება.

 

რაც შეეხება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შეერთებული შტატების მოკავშირე ქურთების მიტოვებას, ტრამპი იმით ხსნის, რომ ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებს მეორე მსოფლიო ომის დროს არ დაეხმარნენ.

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ სტატუსში ასევე ამბობს, რომ სირიაში ომი, რომელიც წლებია გრძელდება უნდა დასრულდეს და ომის დასასრულებლად ხელშეწყობას მოლაპარაკებებით გეგმავს.

 

The Guardian-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მსოფლიო ქვეყნების ლიდერების კრიტიკას მუქარით პასუხობს.

 

ერდოღანი აცხადებს, რომ თუ მის მიერ გადადგმული სამხედრო ნაბიჯების კრიტიკას არ შეწყვეტენ, გახსნის გასასვლელს, რისი საშუალებითაც ევროპაში 3 მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილი ჩავა.

 

ამ დროისთვის მედიაში არსებული ინფორმაციით, სირიაში თურქეთის მიერ გახორციელებული სამხედრო ქმედებების შედეგად არიან დაღუპულებიც და დაჭრილებიც.

 

თურქეთის ჯარმა სირიის საზღვარი თელ- აბიადთან გუშინ გადაკვეთა და მიზნად ისახავს ტერიტორიაზე არსებული ტერორისტული დაჯგუფებების განადგურებას. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ 109 ტერორისტია განეიტრალებული.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიწვია. ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ზელენსკიმ მოწვევა 31 მაისს მიიღო. იგეგმება, რომ ლიდერებმა დონბასში სიტუაციის დარეგულირებაზე იმსჯელონ. უკრაინული მედიის ცნობით ტრამპის და ზელენსკის შეხვედრა სავარაუდოდ 2019 წლის სექტემბერში შედგება.

 

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალურად 20 მაისს გახდა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიაში სამხედრო ოპერაციამდე დონალდ ტრამპისგან მიღებული გამაფრთხილებელი წერილი ნაგვის ურნაში მოისროლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

9 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში ტრამპი ერდოღანს მოუწოდებს რომ თავი შეიკავოს სირიაში სამხედრო ოპერაციისგან. "ნუ იქნები ხისტი. ნუ ჩაიდენ სისულელეს", - მიმართავს ტრამპი ერდოღანს:

 

"შენ არ გსურს გახდე პასუხისმგებელი ათასობით ადამიანის სისხლის ღვრაზე და მე არ მსურს გავხდე პასუხისმგებელი თურქული ეკონომიკის განადგურებაზე, და მე ამას გავაკეთებ", - აღნიშნულია ტრამპის წერილში.

 

თურქმა წყაროებმა კი BBC-ს განუცხადეს, რომ ერდოღანმა სრულად უგულებელყო და არ დაეთახნმა წერილის შინაარს.

 

თურქეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი ჩავიდნენ. ისინი ერდოღანს შეხვდებიან.

 

ერდოღანმა მანამდე Sky New-ს განუცხადა, რომ ის აშშ-ის ოფიციალურ დელეგაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდებოდა, თუ პრეზიდენტი ტრამპი ჩავიდოდა თურქეთში, სხვა შემთხვევაში კი დელეგაციის წარმომადგენლებს თურქეთში შესაბამისი რანგის პოლიტიკოსები უმასპინძლებდნენ.

 

„არ ვაპირებ მათთან საუბარს. შეხვდნენ თავისი რანგის მაღალჩინოსნებს. თუ ტრამპი ჩამოვა, მე მას დაველაპარაკები“, - განაცხადა ერდოღანმა.

 

აშშ-ის დელეგაციაში, რომელიც უკვე თურქეთშია, არიან: ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი რობერტ ო'ბრაიენი და სირიის საკითხებში სპეცწარმომადგენელი ჯეიმს ჯეფრი.

 

თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. სამხედრო მოქმედებების მსვლელობისას ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. თურქეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, ოპერაციის დაწყებიდან 653 ქურთი მებრძოლია ნეიტრალიზებული. თავის მხრივ, ქურთების ინფორმაციით, 75 თურქი ჯარისკაცი მოკლულია, კიდევ 19 კი დაიჭრა. გაეროს ინფორმაციით, საკუთარი სახლების დატოვება, სულ ცოტა, 160 000 ადამიანს მოუწია. მომხდარის გამო, თურქეთში შეიარაღების ექსპორტი გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა და დიდმა ბრიტანეთმა შეზღუდეს, ვაშინგტონმა კი ანკარას სანქციები დაუწესა.

რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებმა ანკარაში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “TASS”-ი ავრცელებს.

 

როგორც ვლადიმერ პუტინმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კომიტეტის წევრების სრული სია შეთანხმებულია.

 

„ახლა კი საჭიროა, რომ საკონსტიტუციო კომიტეტმა ჟენევაში მუშაობა რაც შეიძლება მალე დაიწყოს,“ - განაცხადა პუტინმა

 

სამი ქვეყნის პრეზიდენტებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს სირიის ტერიტორიაზე ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლის გაგრძელების მნიშვნელობას, თუმცა აღნიშნეს, რომ სირიის კონფლიქტის პოლიტიკურ და დიპლომატიურ გადაჭრას ალტერნატივა არ გააჩნია.

 

„სირიაში მშვიდობის დამყარებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ,“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა.

 

სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც მათ იდლიბის რეგიონსა და მის შემოგარენში ჰუმანიტარული სიტუაციის მოსალოდნელი გაუარესების გამო შეშფოთება გამოხატეს და შეთანხმდნენ, რომ სამ ქვეყანას შორის მანამდე მიღწეული შეთანხმებების შესასრულებლად „კონკრეტულ ნაბიჯებს“ გადადგამენ.

 

ეს რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებს შორის გამართული მეხუთე სამმხრივი სამიტია. პირველი სამიტი პრეზიდენტებს შორის 2017 წლის ნოემბერში სოჭში გაიმართა. სამი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მომავალ შეხვედრას იგივე ფორმატში თეირანში გამართავენ.

ამერიკელი მაღალჩინოსნები ამზადებენ ოფიციალურ დოკუმენტაციას აშშ-ის მიერ გოლანის მაღლობებისადმი ისრაელის სუვერენიტეტის ცნობასთან დაკავშირებით, რომელსაც ქვეყნის ლიდერი დონალდ ტრამპი მომავალ კვირას მოაწერს ხელს. ამის შესახებ „როიტერი“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.

 

როგორც ცნობილია, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე გუშინ დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა აღიაროს ისრაელის სრული სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე.

 

ამასთან, 25-26 მარტს ამერიკის პრეზიდენტი თეთრ სახლში ისრაელის პრემიერმინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს მიიღებს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 9 ოქტომბერს რეჯეფ თაიფ ერდოღანისადმი მიწერილ წერილში, თურქეთს სირიაში სამხედრო ოპერაციის შესაძლო შედეგებზე აფრთხილებდა.

 

„ნუ იქნები უხეში, ნუ იქნები სულელი,“ – სწერდა დონალდ ტრამპი ერდოღანს.

 

9 ოქტომბრით დათარიღებული წერილი თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ანკარამ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია სწორედ 9 ოქტომბერს დაიწყო. წერილში აშშ-ის პრეზიდენტი ცდილობდა, გადაერწმუნებინა რეჯეფ თაიფ ერდოღანი სირიაში შეჭრისგან.

 

ოპერაციის დაწყების გეგმის შესახებ ერდოღანმა დონალდ ტრამპს 6 ოქტომბრის სატელეფონო საუბრის დროს აცნობა.

 

„მოდი, გამოვიმუშავოთ კარგი შეთანხმება! თქვენ არ გსურთ, იყოთ პასუხისმგებელი ათასობით ადამიანის განადგურებაზე და მეც არ მსურს, ვიყო პასუხისმგებელი თურქეთის ეკონომიკის განადგურებაზე, თუმცა მე ვიქნები! მე უკვე გაჩვენე მცირე მაგალითი, როგორც ეს პასტორ ბრენსონის შემთხვევაში მოხდა“, – წერს ტრამპი წერილში.

 

გზავნილში აშშ-ის პრეზიდენტი ასევე ეუბნება ერდოღანს, რომ ქურთთა დაჯგუფების „სირიის დემოკრატიული ძალების“ მეთაური გენერალი მაზლუმ ქობანი აბდი მზად არის მოლაპარაკებებისთვის და გარკვეული დათმობისთვის.

 

„ისტორია მოწყალე იქნება შენ მიმართ, თუ ამას სწორად და ჰუმანურად გააკეთებ. მისთვის შენ მუდმივად დარჩები ეშმაკად, თუ კარგი ამბები არ მოხდება. ნუ იქნები უხეში, ნუ იქნები სულელი!“ – მიმართავს დონალდ ტრაპი ერდოღანს.

 

აშშ-ის ხელისუფლების მტკიცებით, ვაშინგტონს თურქეთისთვის სირიაში ოპერაციის დასაწყებად „მწვანე შუქი“ არ აუნთია.

 

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც 65 წლისაა, უკრაინის პრეზიდენტთან ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრის დროს, როდესაც ისინი სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებულ ეროვნულ ჰიმნებს უსმენდნენ, თავს ცუდად გრძნობდა. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ მერკელი შესამჩნევად კანკალებდა.

 

მედიასაშუალებების ცნობით, მერკელმა თავი უკეთ იგრძნო ჰიმნების დასრულების შემდეგ, რომელიც სტუმარს წითელი ხალიჩით შენობისკენ გაუძღვა და სამხედრო ორკესტრსაც მიესალმა.

 

მომხდართან დაკავშირებით, ანგელა მერკელმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თავს უკვე კარგად გრძნობს.

 

„ამის შემდეგ, სამი ჭიქა წყალი დავლიე. როგორც ჩანს, ძალიან მჭირდებოდა წყლის დალევა. ამიტომ, ახლა კარგად ვგრძნობ თავს“ - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

 

კომენტარი უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმაც გააკეთა:

 

„მე მის გვერდით ვიდექი. დამიჯერეთ, ის უსაფრთხოდ იყო“ , - განაცხადა ზელენსკიმ. მის ამ განცხადებაზე ანგელა მერკელს გაეცინა.

თურქეთი არასდროს დაუშვებს, რომ ისრაელის მიერ გოლანის მაღლობების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაცია მოხდეს, - ასე გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განზრახვას, გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიაროს.

 

„აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სამწუხარო განცხადებამ, გოლანის მაღლობების ირგვლივ, რეგიონი ახალი კრიზისის ზღვარზე დააყენა. თურქეთი არასოდეს დაუშვებს, რომ ისრაელის მიერ გოლანის მაღლობების უკანონო ოკუპაცია ლეგიტიმიზირებული იყოს“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დროა აშშ-მ გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიაროს“.

 

„გოლანის მაღლობებს სტრატეგიული და უსაფრთხოების მნიშვნელობა აქვს ისრაელისთვის და რეგიონული სტაბილურობისთვის", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ 2018 წლის ანგარიშში გოლანის სიმაღლეები არ იყო მოხსენიებული, როგორც ისრაელის მიერ ოკუპირებული ტერიტორია. ანგარიშში აღნიშნული ტერიტორია მოხსენიებული იყო, როგორც ისრაელის მიერ კონტროლირებადი. შეგახსენებთ, რომ გოლანის სიმაღლეებს, რომელიც სირიას ეკუთვნოდა, ისრაელი 1967 წლის 6-დღიანი ომის შემდეგ აკონტროლებს.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრაზე უარს აცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ NBCNews-ი ავრცელებს.

 

„არ ვაპირებ მათთან საუბარს. შეხვდნენ თავისი რანგის მაღალჩინოსნებს. თუ ტრამპი ჩამოვა, მე მას დაველაპარაკები“, - განაცხადა ერდოღანმა ჟურნალისტების კითხვაზე, შეხვდება თუ არა ის აშშ-ის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც თურქეთში ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი რობერტ ო'ბრაიენი და სირიის საკითხებში სპეცწარმომადგენელი ჯეიმს ჯეფრი მიემგზავრებიან.

 

„ისინი ამბობენ, რომ ზავი უნდა გამოვაცხადოთ. ამას არასოდეს ვიზამთ. ზეწოლის გზით სურთ, რომ ოპერაცია შევწყვიტოთ, აანონსებენ სანქციებს. ჩვენი მიზანი ნათელია და სანქციები ვერ შეგვაჩერებს. ზოგიერთი ლიდერი მოლაპარაკებებში შუამავლობას ცდილობს. თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ სახელმწიფო ტერორისტულ ორგანიზაციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დამჯდარიყო“, - აღნიშნა ერდოღანმა.

 

თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. სამხედრო მოქმედებების მსვლელობისას ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. გაეროს ინფორმაციით, საკუთარი სახლების დატოვება, სულ ცოტა, 160 000 ადამიანს მოუწია.

 

მომხდარის გამო, თურქეთში შეიარაღების ექსპორტი გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა და დიდმა ბრიტანეთმა შეზღუდეს, ვაშინგტონმა კი ანკარას სანქციები დაუწესა.

იაპონიის პრემიერმინისტრი თეირანში აშშ-ირანის ურთიერთობების დარეგულირების მიზნით ჩავიდა. სინძო აბე ირანის დედაქალაქში 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ამის შესახებ BBC წერს.

 

იაპონიის მთავრობის ხელმძღვანელი უკვე შეხვდა პრეზიდენტ ჰასან როუჰანის და ირანის მთავრობის წევრებს. იაპონიის დელეგაცია ირანელ კოლეგებთან ერთად, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 90 წლისთავს აღნიშნავს.

 

ჟურნალისტებთან საუბრისას, იაპონიის პრემიერმინისტრმა მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სამშვიდობო დიალოგის ხელშეწყობაა.

 

„სტაბილურობა ახლო აღმოსავლეთში იაპონიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სინძო აბემ.

 

ირანსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2015 ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით მიღწეული შეთანხმებიდან გავიდა.

დროა, აშშ-მა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიაროს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

 

„52 წლის შემდეგ დროა, აშშ-მა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიაროს. გოლანის მაღლობებს სტრატეგიული და უსაფრთხოების მნიშვნელობა აქვთ ისრაელისთვის და რეგიონული სტაბილურობისთვის", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ 2018 წლის ანგარიშში გოლანის სიმაღლეები არ იყო მოხსენიებული, როგორც ისრაელის მიერ ოკუპირებული ტერიტორია. ანგარიშში აღნიშნული ტერიტორია მოხსენიებული იყო, როგორც ისრაელის მიერ კონტროლირებადი. შეგახსენებთ, რომ გოლანის სიმაღლეებს, რომელიც სირიას ეკუთვნოდა, ისრაელი 1967 წლის 6-დღიანი ომის შემდეგ აკონტროლებს.

არქივი

« « » » დეკემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?