ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, „აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაკრულზე არ იცეკვონ“ იმ საკითხებში, რომელშიც აშშ-სა და ევროპას შორის უთანხმოება არსებობს.

 

ამის შესახებ ავსტრიის პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემა Welt-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

„აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი ყოველგვარი მიზეზის გარეშე გამოვიდა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან, რომლის მოლაპარაკებებში ვაშინგტონი წლების განმავლობაში მონაწილეობდა. შემდეგ ტრამპმა ევროპულ ფირმებს ირანთან ბიზნესის წარმოება აუკრძალა და მათ სერიოზული სანქციებით დაემუქრა. ჩემი აზრით, ეს უკვე მეტისმეტია. ევროპელებმა არ უნდა იცეკვონ ტრამპის დაკრულზე“, - განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა.

 

ალექსანდერ ვან დერ ბელენმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებმა უფრო დამოუკიდებელი პოლიტიკა უნდა გაატარონ სხვა საკითხებშიც, სადაც ევროპასა და აშშ-ს შორის უთანხმოება არსებობს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.