ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი წინადადებით გამოვიდა საერთაშორისო სასამართლო ინსტანციებში ამერიკის სასანქციო პოლიტიკის გამო სარჩელი შეიტანოს.

 

ამის შესახებ ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო ISNA ავრცელებს.

 

„აშშ-მა მკაცრი სანქციები დაგვიწესა. აღნიშნულმა გავლენა მოახდინა ეროვნულ ვალუტაზე, გაიზარდა ინფლაცია, თუმცა ჩვენ ამ გამოწვევას გავუმკლავდით. აშშ არასწორ გზას ადგას და ჩვენ ამას უნდა ვებრძოლოთ“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

 

ჰასან რუჰანიმ ასევე აღნიშნა, რომ „ირანმა სარჩელი უნდა შეიტანოს აშშ-ს და ამ სანქციების ავტორების წინააღმდეგ“.

 

„აშშ ირანს ვერ დააჩოქებს“, - დასძინა მან.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.