თურქეთმა სირიაში ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო, მაგრამ აღნიშნულმა ნაბიჯმა მსოფლიო ქვეყნების მიერ კრიტიკა გამოიწვია.

 

The Aljazeera-ს ცნობით, მსოფლიო ლიდერები შიშობენ, რომ თურქეთის მიერ სამხედრო შეტევის წამოწყება რეგიონალურ უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის და „ისლამურ სახელმწიფოს“ აღორძინების საშუალებას მისცემს.

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპმა კი სირიიდან ჯარის გაყვანის შესახებ გასცა ბრძანება, მაგრამ თურქეთს საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკის განადგურებით ემუქრება.

 

რაც შეეხება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შეერთებული შტატების მოკავშირე ქურთების მიტოვებას, ტრამპი იმით ხსნის, რომ ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებს მეორე მსოფლიო ომის დროს არ დაეხმარნენ.

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ სტატუსში ასევე ამბობს, რომ სირიაში ომი, რომელიც წლებია გრძელდება უნდა დასრულდეს და ომის დასასრულებლად ხელშეწყობას მოლაპარაკებებით გეგმავს.

 

The Guardian-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მსოფლიო ქვეყნების ლიდერების კრიტიკას მუქარით პასუხობს.

 

ერდოღანი აცხადებს, რომ თუ მის მიერ გადადგმული სამხედრო ნაბიჯების კრიტიკას არ შეწყვეტენ, გახსნის გასასვლელს, რისი საშუალებითაც ევროპაში 3 მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილი ჩავა.

 

ამ დროისთვის მედიაში არსებული ინფორმაციით, სირიაში თურქეთის მიერ გახორციელებული სამხედრო ქმედებების შედეგად არიან დაღუპულებიც და დაჭრილებიც.

 

თურქეთის ჯარმა სირიის საზღვარი თელ- აბიადთან გუშინ გადაკვეთა და მიზნად ისახავს ტერიტორიაზე არსებული ტერორისტული დაჯგუფებების განადგურებას. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ 109 ტერორისტია განეიტრალებული.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.