სირიის პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ. ინფორმაცია  France 24  ავრცელებს

 

სირიის ელჩის სომხეთში, მუჰამედ ნაჯ იბრაჰიმის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

 

„აღიარება მნიშვნელოვანია, რადგან არაბული სახელმწიფოებიდან მხოლოდ ლიბანმა აღიარა სომეხთა გენოციდი“, - აცხადებს ელჩი.

 

შეგახსენეთ, ბოლო დროს თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა და სამხედრო შეტაკებებში გადაიზარდა. რუსეთისა და ირანის მოკავშირე ბაშარ ალ-ასადის ძალებს ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები უპირისპირდებიან, რომელთაც ნაწილსაც თურქეთი სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.