რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩეხეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მოითხოვა, რომ დიპლომატებმა და მათმა ოჯახის წევრებმა ქვეყანა 17 ივნისამდე დატოვონ.

 

რუსულმა მხარემ ასე უპასუხა ჩეხეთის გადაწყვეტილებას რუსი დიპლომატების გაძევებასთან დაკავშირებით. ისინი პერსონა ნონ გრატად სკანდალის ფონზე გამოაცხადეს.

 

როგორც მაშინ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განმარტა, ასეთი გადაწყვეტილება ოფიციალურმა პრაღამ მას შემდეგ მიიღო, რაც საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი ჩეხეთის დაზვერვის სამსახურს დაუკავშირდა და უთხრა, თითქოს სამი ჩეხი პოლიტიკოსის რიცინით მოწამლვა იგეგმებოდა.

 

მანამდე ჩეხური მედია წერდა, თითქოს, რუსეთის საელჩოსთან არსებული „რუსული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, ანდრეი კონჩაკოვმა რუსეთიდან პრაღაში ჩაიტანა შხამიანი ნივთიერება რიცინი, რომლითაც პრაღის მერის, ზდენეკ ჰრიბისა და დედაქალაქის მთავრობის კიდევ ორი მაღალჩინოსნის - ონდრეი კოლარისა და პაველ ნოვოტნის მოწამლვა იგეგმებოდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.