ბალტიისპირეთის ქვეყნებმა: ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას lefigaro ავრცელებს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ე.წ. შავ სიაში, ასევე 29 ბელარუსი მაღლჩინოსანი შეიყვანა

 

როგორც გამოცემა წერს, ბალტიისპირეთის ქვეყნების ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ ბელარუსის საარჩევნო კომისიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები

 

,,ეს მესიჯია, რომ ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და მხოლოდ განცხადებებით არ უნდა შემოვიფარგლოთ. საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა“ - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა

 

როგორც ცნობილია, ბელარუსში მასობრივი საპროტესტო ქციები მიმდინარეობს, რომელიც 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას მოჰყვა.

 

დემოსტრანტები და დასავლერი ლიდერები, ლუკაშენკოს განმეორებითი არჩვნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ, თუმცა 17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა.

 

,,ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევები არ გაიმართება“ - განაცხადა ლუკაშენკომ

 

ბელორუსის პრეზიდენტმა, ასევე განაცხადა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.