Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.2117
EUR
3.7763
RUR
0.0413
GBP
4.1678

მეხანძრე-მაშველებმა აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მესამე ადამიანის ცხედარი იპოვეს.

 

120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა, დაახლოებით, 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილი მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.

 

მიწის მასამ საცხოვრებელი სახლი წაიღო და გზაზე მიმავალი მანქანა მოიყოლა.

 

ცოტა ხნის წინ ხელვაჩაურში სტიქიის ზონაში მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ბათუმი-ქედის ცენტრალურ გზაზე, სოფელ დოლოგანთან მეწყერი ჩამოწვა.

 

დიდი რაოდენობით მიწის მასა გვიან ღამით ჩამოიშალა. არავინ დაშავებულა. როგორც ქედის მერიაში განაცხადეს, მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.

 

საავტომობილო მოძრაობა სრულიად პარალიზებულია.

ბოლივიის აღმოსავლეთ ნაწილში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო პორტალი Razon ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, მეწყერი ორ ადგილას ჩამოწვა.

 

ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა და განაცხადა, რომ „მთავრობა დაზარალებულებს საჭირო დახმარებას უწევს“.

მაშველებმა ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი ავტომობილი და ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა, დაახლოებით, 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილი მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.

 

„ადგილზე დამატებით მობილიზებული არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს გამნაღმველები, რომლებიც მეწყრულ მასაში მოყოლილ ავტომობილს ეძებდნენ. საძიებო სამუშაოები, ასევე, მიმდინარეობს მდინარე სატეხიაში, საიდანაც გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოღებულია, ხოლო მისი მძღოლი დაკარგულია.

 

გვიან ღამით, აჭარაში სპეციალური აღჭურვილობით ჩავიდნენ დამხმარე ძალები სამეგრელოდან, იმერეთიდან, თბილისიდან და 60 მეხანძრე-მაშველი სამუშაოებში ჩაერთო. ასევე, 2 ოქტომბერს, დილით, 50-კაციანი ჯგუფი შესაბამისი აღჭურვილობით დაიძრა თბილისიდან. აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში 440 შეტყობინება შევიდა. შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებს და სარდაფებს. რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა, ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები“, - ნაათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქუთაისში, მწვანეყვავილას უბანში მეწყერი ჩამოწვა. „რიონჰესის“ დასახლებაში რამდენიმე ხე წაიქცა და საავტომობილო გზა ჩახერგა. ჩამოწოლილმა მეწყერმა ასევე ელექტროენერგიის სადენები და ბუნებრივი აირის მილები დააზიანა.

 

როგორც „გლობალპრესს“ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განუცხადეს, ადგილობრივი ძალებით მალევე მოხერხდა სპეციალური ტექნიკით გზის გახსნა.

 

შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ „სოკარ ჯორჯიას“ ბრიგადები, რომლებიც ბუნებრივი აირის დაზიანებულ მილებს აღადგენენ.

 

ამ წუთებში სპეციალური ტექნიკით ქუჩის გაწმენდა მიმდინარეობს.

ბეთანიაში, ორბელიანის ქუჩაზე მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასამ საავტომობილო გზის ნაწილი ჩახერგა.

 

როგორც „გლობალპრესს“ ვაკის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.

 

მათივე ინფორმაციით ადგილზე გეოლოგებთან ერთად უკვე იმყოფებოდნენ ვაკის რაიონისა და თბილისის მერიის თანამშრომლები.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » ოქტომბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?