Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.6984
EUR
3.0246
RUR
0.0421
GBP
3.4912

აშშ-ში, ალაბამას შტატში ტორნადოს შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას შტატის ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

 

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

 

სპეციალური სამსხურები განაგრძობენ დაღუპულთა ვინაობის დადგენას. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა შორის 8 წლის ბავშვიცაა.

 

ოლქის შერიფის ჯეი ჯონსის განცხადებით, სტიქიურმა უბედურებამ კატასტროფული ნგრევა გამოიწვია.

ევროპაში დიდთოვლობასა და ამინდის გაუარესებას 12 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ადამიანი კი, ალპებში თოვლში ჩარჩა. ამის შესახებ „ასოშიეითიდ პრესი“ იუწყება.

 

ნორვეგიაში ამ დრომდე ეძებენ ოთხი მოთხილამურის ცხედარს, რომლებიც გასულ კვირას ზვავის ქვეშ მოჰყვნენ. მათი მოძებნა უამინდობის გამო ვერ ხერხდება. ასევე, ზვავის შედეგად გარდაიცვალა რამდენიმე ადამიანი შვეიცარიაში, ავსტრიასა და გერმანიაში. ამ ქვეყნების ხელისუფლებების განცხადებით, გადაუღებელი თოვა ახალი ზვავების ჩამოწოლის რისკს კიდევ უფრო გაზრდის.

 

საბერძნეთში მოსული დიდი თოვლის შედეგად, დახურულია სკოლები. ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცა. ავსტრიაში ასობით ადამიანი ჩახერგილი გზების გამო სახლებს ვერ ტოვებს, ზოგიერთ რეგიონში კი არ აქვთ ელექტროენერგია, რადგან ელექტროსადენები ხეების წაქცევის შედეგად დაზიანდა.

 

სინოპტიკოსები აღმოსავლეთ გერმანიაში თოვლის გაძლიერებას, ჩრდილოეთში კი შტორმულ ამინდს ელოდებიან. ნიდერლანდებში, ამსტერდამის აეროპორტში მგზავრები 160-მდე რეისის დაგვიანების შესახებ გააფრთხილეს.

რეგიონებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, სამინისტროს წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად სტიქიის სამივე რეგიონში - იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში მუშაობენ. მათივე ინფორმაციით, სამივე რეგიონის ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

 

უწყების ცნობით, ფაქტობრივად დასრულებულია ზარალის დადგენის სამუშაოები. რამდენიმე დაზიანებული ობიექტის აღდგენითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს იმერეთსა და სამეგრელოში. პარალელურად ხდება საჭირო მასალის მობილიზება და მიწოდება მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელმაც გამოთქვა სურვილი სტიქიისგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაოები თავად აწარმოოს.

 

ასევე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გაზის მიწოდება სრულად აღდგენილია და გრძელდება სამუშაოები ელექტროენერგიის სრულად აღსადგენად.

ქუთაისში, მწვანეყვავილას უბანში მეწყერი ჩამოწვა. „რიონჰესის“ დასახლებაში რამდენიმე ხე წაიქცა და საავტომობილო გზა ჩახერგა. ჩამოწოლილმა მეწყერმა ასევე ელექტროენერგიის სადენები და ბუნებრივი აირის მილები დააზიანა.

 

როგორც „გლობალპრესს“ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განუცხადეს, ადგილობრივი ძალებით მალევე მოხერხდა სპეციალური ტექნიკით გზის გახსნა.

 

შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ „სოკარ ჯორჯიას“ ბრიგადები, რომლებიც ბუნებრივი აირის დაზიანებულ მილებს აღადგენენ.

 

ამ წუთებში სპეციალური ტექნიკით ქუჩის გაწმენდა მიმდინარეობს.

საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები დაბა ჩოხატაურში, სამხრეთ-აღმოსავლეთით 17კმ-ში, სოფელ ჩხაკოურაში დაფიქსირდა. მისძვრის სიმძლავრემ 3,5 მაგნიტუდა შეადგინა.

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრა დღეს, 16:35 საათზე დაფიქსირდა.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის კმ10-კმ11 მონაკვეთზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

დეპარტამენტის ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ბოლივიის აღმოსავლეთ ნაწილში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო პორტალი Razon ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, მეწყერი ორ ადგილას ჩამოწვა.

 

ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა და განაცხადა, რომ „მთავრობა დაზარალებულებს საჭირო დახმარებას უწევს“.

ძლიერი ქარის გამო ბათუმის სამაშველო სამსახურში ამ დროისთვის 22 გამოძახებაა დაფიქსირებული. როგორც ჟურნალისტებს სამაშველო სამსახურში განუცხადეს, გამოძახებები ძირითადად საცხოვრებელი სახლების სახურავების დაზიანებას და ხეების წაქცევას უკავშირდებოდა.

 

უწყების განმარტებით, ყველა შეტყობინებაზე გასული არიან სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. რაც შეეხება ჭავჭავაძის ქუჩას, იქ კვლავ რჩებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ჭავჭავაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის დაზიანებული სახურავი ჩამოვარდა. შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ასევე, დაზიანდა ქუჩაში მყოფი ორი ავტომობილი. შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა.

 

ამ დროისთვის ბათუმში ძლიერი წვიმაა.

გასული ღამის განმავლობაში საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა. პირველი - ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 14კმ-ში, სოფელ მართგაჯინაში, 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო და 5 მეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. მეორე მიწისძვრის ეპიცენტრი კი, საჩხერის სოფელ დრბოში იყო. მისი სიმძლავრე 3.3 მაგნიტუდას შეადგენდა.

ავსტრალიაში, ქუინსლენდის შტატში წყალდიდობის გამო, ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

 

როგორც შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში 18 სამაშველო ოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგად 1 100 ადამიანის ევაკუირება მოხდა.

 

ქუინსლენდის შტატის პრემიერის ანასტასია პალაშუკის განცხადებით, წყალდიდობის შედეგად რამდენიმე ათასი სახლი დაიტბორა.

ბეთანიაში, ორბელიანის ქუჩაზე მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასამ საავტომობილო გზის ნაწილი ჩახერგა.

 

როგორც „გლობალპრესს“ ვაკის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.

 

მათივე ინფორმაციით ადგილზე გეოლოგებთან ერთად უკვე იმყოფებოდნენ ვაკის რაიონისა და თბილისის მერიის თანამშრომლები.

თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, მამუკა ყირიმელაშვილის თქმით, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

 

მისივე ინფორმაციით, დამწვარია 150 კვ. მ. ფართი.

 

„ადგილზე მუშაობს 7 ერთეული სამაშველო ჯგუფი. დაშავებული არავინ არ არის. ხანძრის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს“, - აღნიშნა მამუკა ყირიმელაშვილმა.

 

ხანძრის შედეგად 4 ოჯახი დაზარალდა.

 

დიდუბის რაიონის გამგებლის ირმა ზავრადაშვილის თქმით, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე სახლის დაზარალებულ მცხოვრებლებს დახმარებას გაუწევენ. მისივე განცხადებით, დაახლოებით 2-3 დღეში გადაწყდება, დაზარალებულებთან დაკავშირებით კონკრეტულად, რისი გაკეთება გახდება საჭირო.

 

„ახლა შედგება საინიციატივო ჯგუფი დაზარალებულებისგან, რომლებსაც წავიყვანთ გამგეობაში. თუ წასასვლელი არ აქვთ, ჩვენ დავაბინავებთ“, - აღნიშნა ირმა ზავრადაშვილმა.

არქივი

« « » » აპრილი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30

ამინდი

Clear

0°C

თბილისი

Clear

სინესტე: 65%

ქარი: 9.66 km/h

  • 04 იანვარი 2019

    ნაწილობრივ ღრუბლიანი 7°C 0°C

  • 05 იანვარი 2019

    უმეტესად ღრუბლიანი 7°C 0°C

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

ყველა გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?