Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9691
EUR
3.2797
RUR
0.0461
GBP
3.6989

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, სოფელ ხურვალეთთან რაიმე ტიპის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

 

როგორც სოფელ ხურვალეთში ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრევენციის მიზნით ადილზე იმყოფებიან ევროკავშირის წარმომადგენლები. კითხვაზე, უშუალოდ გადმოვიდნენ,თუ არა რუსი ოკუპანტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ირაკლი ანთაძე პასუხობს, რომ ნებისმიერ ასეთ ქმედებას ჰქვია ინციდენტი და ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

 

“ადგილზე სიმშვიდეა, ინციდენტი არ დაფიქსირებულა ისევე, როგორც არ დაფიქსირებულა ბორდერიზაციის ახალი კერები. ადგილზეა ევროკაშირის სადამკვირებლო მისია.ჩვენ ვიმყოფებით მუდმივი კომუნიკაციის და კონსულტაციის რეჟიმში მომავალში შესაძლო გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით. ვმუშაობთ, რათა ჩაინიშნოს ტექნიკური შეხვედრა, რომელიც მხოლოდ პრევენციულ ხასიათს ატარებს. მოხდება ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. მინდა ყველას მოვუწოდო, თავის შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისა და ქმედებებისგან, რამაც შესაძლოა კიდევ ერთხელ გამოიწვიოს გარკვეული დაძაბულობა და ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს საშიშროება შეუქმნას“, - აცხადებს ანთაძე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. გავრცელებულ ინფორმაციაზე სუს-მა კომენტარი „გლობალპრესს“ საუბრისას გააკეთა.

 

„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან.

 

საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - განაცხადეს სუს-ში.

ვითარების დეესკალაციის მცდელობის მიუხედავად, ინდოეთი და პაკისტანი ერთმანეთს კვლავ სასაზღვრო რეგიონის დაბომბვაში ადანაშაულებენ.

 

გავრცელებული ცნობით, ქაშმირის რეგიონში, საკონტროლო ხაზის მიმდებარედ განხორციელებულ ავიაიერიშებს წუხელ მსხვერპლიც მოჰყვა.

 

ოფიციალური დელის მტკიცებით, დაღუპულია 3 ადამიანი, მათ შორის, ორი ბავშვი. ისლამაბადის ცნობით კი, შეტევას პაკისტანის ტერიტორიაზე ერთი ბავშვი ემსხვერპლა, რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავდა.

 

იერიშებს წინ უძღოდა პაკისტანის მიერ რამდენიმე დღის წინ დატყვევებული ინდოელი პილოტის გათავისუფლება. ტყვის გადაცემის ცერემონიას ინდური მედია პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან შიდა ქართლის გუბურნატორი მივიდა. გიორგი ხოჯევანიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

 

გუბერნატორის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაციების ნაწილი იყო პროვოკაცია, რასაც საზოგადოების მხრიდან გარკვეული გამოხმაურება მოჰყვა.

 

„ეს იყო პროვოკაციული განცხადებები, რასაც საზოგადოებაში გარკვეული გამოხმაურება მოჰყვა. მინდა ყველას მოვუწოდო, არ აჰყვეს პროვოკაციას. ჩვენ ამ წუთებში ვიმყოფებით ადგილზე, სოფელ ხურვალეთში. აქ სიმშვიდეა, გათვალისწინებულია უსაფრთხოების ზომებიც და არანაირი დაძაბულობა არ არის მოსალოდნელი“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ხურვალეთში ყოფნისას.

სოფელ ხურვალეთის განაპირას, იმ ტერიტორიაზე, სადაც 7 თებერვალს დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა სამეთვალყურეო კოშკურა დაამონტაჟეს, ცოტა ხნის წინ შეიარაღებული ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ.

 

როგორც „გლობალპრესს“ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განუცხადა, ჯერჯერობით მათი გამოჩენის მიზეზი უცნობია.

 

“სამი ნიღბიანი პირი ამ კოშკურიდან დაახლოებით 10 მეტრით აქეთ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია, მათი გამოჩენის მოტივი. ადგილზე იმყოფებიან ქართველი სამართალდამცავები, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის წარმომადგენლები და ვითარებას აკონტროლებენ. ამ წუთებში დაძაბული ვითარება არ არის“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

 

სოფელ ძუკაანთკარის განაპირას, იმ ადგილზე, სადაც სამეთვალყურეო კოშკურაა განთავსებული, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს რამდენიმე წლის განმავლობაში საგუშაგო ჰქონდათ მოწყობილი, სამეთვალყურეო კოშკი კი, მიმდინარე წლის 7 თებერვალს დაამონტაჟეს.

 

სოფელ ხურვალეთის განაპირას შეიარაღებული ნიღბიანი პირების გამოჩენის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ იმედი გამოთქვა, რომ „ოდესმე ბელარუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს“.

 

„აფხაზეთს ტრადიციულად ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბელარუსთან. ზაფხულობით ბელარუსი ტურისტები გვესტუმრებიან. იმედი გვაქვს, რომ ოდესმე ბელარუსის მხრიდან ჩვენი აღიარება მოხდება. დაველოდებით ამ მომენტს“, - განაცხადა სერგეი შამბამ.

 

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი თქვა ბელარუსის შესაძლო საერთაშორისო იზოლაციის გამო.

 

„მზად ვიყავი ხელი მომეწერა აფხაზეთის აღიარების განკარგულებაზე. რუსებს ასე ვუთხარი. მაგრამ რა მოხდებოდა შემდეგ? ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ხავიერ სოლანა ჩამოვიდა ჩემთან. ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. მან მითხრა: „თუ აფხაზეთს აღიარებთ, საბანკო სისტემიდან გაგთიშავთ, სრულ იზოლაციაში მოექცევით და ა.შ.“. მან პირდაპირ და გულწრფელად მითხრა ყველაფერი“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი აცხადებს, რომ მათი წარმომადგენლები მინიტორინგს ახორციელებენ დიდ ხურვალეთში.

 

„ბორდერიზაციის კუთხით ახალი ქმედებები არ შეიმჩნევა. ინციდენტები არ დაგვიფიქსირებია. ყველა მექანიზმი, მათ შორის ცხელი ხაზი, ამოქმედებულია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომუნიკაცია“, - დაწერა ერიკ ჰოგმა „ტვიტერის“ გვერდზე.

დღეს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შორის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

 

„2019 წლის 6 მარტს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. ანატოლი ბიბილოვი რუსეთს სამუშაო ვიზიტით ეწვევა“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

 

რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში ასევე აღნიშნეს, რომ „მხარეები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხებს და ასევე თანამშრომლობას სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში“.

 

შეგახსენებთ, რომ პუტინი და ბიბილოვი ბოლოს ერთმანეთს 2018 წლის 24 აგვისტოს შეხვდნენ.

ღაზის სექტორში დაპირისპირებაა. არეულობისას დაიღუპა მოზარდი და დაშავდა 40 ადამიანი. ამის შესახებ არაბული მედია წერს.

 

ისრაელში განმარტავენ, რომ ცეცხლი პალესტინელი დემონსტრანტების ქმედების გამო გახსნეს და მოკლული ასაფეთქებელი მოწყობილობების სროლას ცდილობდა.

 

პალესტინელები 1948 წლის ომის დროს დაკარგულ ტერიტორიაზე უფლებების აღდგენასა და ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორზე არსებული ბლოკადის შემსუბუქებას ითხოვენ.

სოფელ ხურვალეთთან მისასვლელ გზაზე მედიისა და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს არ უშვებენ. ხურვალეთთან დამაკავშირებელ გზაზე პოლიციაა მობილიზებული, თუმცა სამართალდამცავები განმარტებებს არ აკეთებენ, თუ რატომ არ უშვებენ ხურვალეთისკენ მედიისა და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს.

 

როგორც მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" წევრმა ანა ჭარხალაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ადგილობრივმა მცხოვრებმა ლუდა სალიამ აცნობა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საქართველოს კოტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.

 

"ხშირად დავდივართ ხურვალეთში.მსგავსი შემთხვევა არასდროს ყოფილა, რომ პოლიციას ჩვენთვის გზა გადაეკეტა. ჩვენ ხურვალეთიდან გვიკავშირდებოდა ადგილობრივი ლუდა სალია, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. მისგან გავიგეთ ეს ინფორმაცია,რომ რუსები არიან ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულები. როგორც მან გვითხრა, ისინი შეიარაღებულები არიან. მოსახლეობა დახმარებას გვთხოვდა. აქ მოვედით და არ გვიშვებენ. პასუხი არ აქვთ, თუ რატომ არ გვიშვებენ. ეს არის გახარიას ბრძანება",- განაცხადა ანა ჭარხალაშვილმა.

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე ოკუპირებულ აფხაზეთში ნიკარაგუის პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტს გამოეხმაურა.

 

შალვა ნათელაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე დანიელ ორტეგას "არალეგიტიმური მმართველი" უწოდა.

 

ლეიბორისტების ლიდერმა შეერთებულ შტატებს მოუწოდა, ნიკარაგუის პრეზიდენტის მიმართ მკაცრი ფინანსური სანქციები გაატაროს.

 

„როგორც ცნობილი გახდა, ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს აპირებს ნიკარაგუის პრეზიდენტი, დანიელ ორტეგა. ჩვენ მივმართავთ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, გაავრცელოს პრეზიდენტ დიქტატორზე უმკაცრესი ფინანსური სანქციების რეჟიმი, დაბლოკოს მისი მილიარდები დასავლეთის ბანკებში. სამწუხარო ის გახლავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესებს რაც უკავშირდება, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობს რღვევას და მის გაღრმავებას, უყურებს მშვიდად. მრჩება არცთუ უსაფუძვლო შთაბეჭდილება, რომ ესაც გარიგებაა კრემლთან იმის თაობაზე, რომ შენ საქმე გააკეთე, მე ჩუმად ვიქნები,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

ოკუპირებულ აფხაზეთში ნიკარაგუის პრეზიდენტის სავარაუდო ვიზიტის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი ვახტან ყოლბაია თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ყოლბაიას თქმით, ის ჯერ წასვლას არ გეგმავს.

 

,,ვფიქრობ, რაღაც შეცდომას აქვს ადგილი. გადაადგილებები იგეგმება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში და არა აფხაზეთის მთავრობაში. ცვლილებები მთავრობაში არც დასტურდება და ამის შესახებ არაფერი ვიცი. შეიძლება ინფორმაცია ნებსით თუ უნებურად ვიღაცამ არასწორად გაიგო. არც მე მიმიღია წასვლის შესახებ გადაწყვეტილება და არც რაიმე სახის ზეწოლას ჰქონია ადგილი“, - განაცხადა ყოლბაიამ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ვახტანგ ყოლბაია, შესაძლოა, ყოფილმა დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ ჩაანაცვლოს.

 

პარალელურად ცვლილებები იგეგმება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში, სადაც საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში უნდა გაიმართოს.

არქივი

« « » » სექტემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?