Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.1172
EUR
3.4626
RUR
0.0448
GBP
3.8613

ლიეტუვა არ აღიარებს ცხინვალის რეგიონში „არჩევნებს“ და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

 

“დღეს ცხინვალის რეგიონში, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენს ე.წ. არჩევნები იმართება. ლიეტუვა არ აღიარებს „არჩევნებს“ და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“,- წერს ლინკევიჩიუსი.

 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ე.წ. არჩევნები 77 უბანზე მიმდინარეობს, აქედან ერთი უბანი მოსკოვში, ერთი კი ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, სოხუმშია გახსნილი.

 

როგორც ადგილობრივი მედია წერს, „საპარლამენტო არჩევნებს“ 50-ზე მეტი ე.წ. საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება.

ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ე.წ. არჩევნები უნდა ჩატარდეს, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერმა, მაია კოჟიანჩიჩმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

როგორც  ,,გლობალპრესს" ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან აცნობეს, ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

 

„ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ 9 ივნისს საქართველოს თვითაღიარებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ტარდება ე.წ. არჩევნები, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ეს ე.წ.არჩევნები უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა მაია კოჟიანჩიჩმა.

 

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ე.წ. არჩევნები 77 უბანზე მიმდინარეობს, აქედან ერთი უბანი მოსკოვში, ერთი კი ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, სოხუმშია გახსნილი.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ე.წ. არჩევნები 77 უბანზე მიმდინარეობს, აქედან ერთი უბანი მოსკოვში, ერთი კი ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, სოხუმშია გახსნილი.

 

როგორც ადგილობრივი მედია წერს, „საპარლამენტო არჩევნებს“ 50-ზე მეტი ე.წ. საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება.

 

აღსანიშნავია, რომ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი 11 ივნისამდე დაკეტეს.

ჩვენი ძალისხმევა ორიენტირებულია უკეთეს მომავალზე, თუმცა ჩვენი პოტენციალის სრული რეალიზება ვერ მოხდება მანამ, სანამ კონფლიქტები ჩემს ქვეყანაში, კვლავაც აგრძელებს რეგიონალურ უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სერბეთის ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც „გლობალპრესს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და დამსწრეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ოკუპირებულ რეგიონეში შექმნილი მდგომარეობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ცხოვრებას კვლავ ანგრევს.

 

„ამ კონფლიქტებს ტრაგიკული, ადამიანთა სახეები აქვს. 2 კვირის წინ, კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი - ირაკლი კვარაცხელია გაუჩინარდა ოკუპირებულ აფხაზეთში. მანამდე, საქართველომ იგლოვა ქართველი ვაჟკაცები -გიგა ოთხოზორია და არჩილ ტატუნაშვილი. მიმდინარე სამხედრო მობილიზაცია, მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, შეზღუდული მიმოსვლა, უკანონო დაკავებები და გატაცებები, განათლების მშობლიურ ენაზე მიღების აკრძალვა, სხვა ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილი მძიმე ადამიანის უფლებების დარღვევები და ფართოდ ფეხგადგმული დაუსჯელობა ამ ტერიტორიებზე, კვლავ ანგრევს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მისივე თქმით, ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა შერიგების და დაახლოების პოლიტიკის ერთგულია. ამ კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის შესახებ ისაუბრა.

 

„ყველა ამ სირთულის მიუხედავად, საქართველო შერიგებისა და დაახლოების პოლიტიკის ერთგულია, კონფლიქტით და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის დიალოგის, ნდობის დამყარებისა და ადამიანური კონტაქტების გზით.

 

ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ისარგებლონ ყველა იმ პრივილეგიითა და სარგებელით, რაც საქართველოს განვითარებასა და ევროინტეგრაციას მოჰყვება. ჩვენი ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ კიდევ ერთი ძლიერი ძალისხმევაა ამ მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ დადგება დღე, როდესაც აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ურთიერთგაგებას მივაღწევთ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ საქართველო პრაგმატულ და მშვიდობიან პოლიტიკას გააგრძელებს.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება, გოლანის მაღლობების სტატუსის შესახებ.

 

„სირიის არაბული რესპუბლიკა მტკიცედ გმობს ამერიკის პრეზიდენტის უპასუხისმგებლო განცხადებას ისრაელის მიერ ოკუპირებული სირიის გოლანის მაღლობებზე. ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს ისრაელისადმი ბრმა ერთგულებას და ისრაელის აგრესიული ქცევის მხარდაჭერას“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დროა აშშ-მა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიაროს“.

 

„52 წლის შემდეგ დროა, აშშ-მა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიაროს. გოლანის მაღლობებს სტრატეგიული და უსაფრთხოების მნიშვნელობა აქვთ ისრაელისთვის და რეგიონული სტაბილურობისთვის", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ 2018 წლის ანგარიშში გოლანის სიმაღლეები არ იყო მოხსენიებული, როგორც ისრაელის მიერ ოკუპირებული ტერიტორია. ანგარიშში აღნიშნული ტერიტორია მოხსენიებული იყო, როგორც ისრაელის მიერ კონტროლირებადი. შეგახსენებთ, რომ გოლანის სიმაღლეებს, რომელიც სირიას ეკუთვნოდა, ისრაელი 1967 წლის 6-დღიანი ომის შემდეგ აკონტროლებს.

ხურვალეთის გზაზე პოლიციის საგუშაგოსთან მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ წევრები და სხვა აქტივისტები ამ დრომდე რჩებიან. საგუშაგოსთან ცოტა ხნის წინ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და პოლიტიკოსებიც გამოჩნდნენ.

 

კერძოდ, საგუშაგოსთან გია ბარამიძე, კობა ხაბაზი, ნიკა მაჭუტაძე, ბადრი ბასიშვილი და სხვები მივიდნენ.

 

რამდენიმე წუთის წინ შეკრებილებსა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მოხდა. აქტივისტების განცხადებით, საგუშაგოს ტერიტორიას მანამდე არ დატოვებენ, ვიდრე სოფელ ხურვალეთში ჩასვლის და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების ნახვის შესაძლებლობა არ მიეცემათ.

 

ამ დროისთვის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიაზე სიმშვიდეა.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, სოფელ ხურვალეთთან რაიმე ტიპის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

 

როგორც სოფელ ხურვალეთში ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრევენციის მიზნით ადილზე იმყოფებიან ევროკავშირის წარმომადგენლები. კითხვაზე, უშუალოდ გადმოვიდნენ,თუ არა რუსი ოკუპანტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ირაკლი ანთაძე პასუხობს, რომ ნებისმიერ ასეთ ქმედებას ჰქვია ინციდენტი და ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

 

“ადგილზე სიმშვიდეა, ინციდენტი არ დაფიქსირებულა ისევე, როგორც არ დაფიქსირებულა ბორდერიზაციის ახალი კერები. ადგილზეა ევროკაშირის სადამკვირებლო მისია.ჩვენ ვიმყოფებით მუდმივი კომუნიკაციის და კონსულტაციის რეჟიმში მომავალში შესაძლო გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით. ვმუშაობთ, რათა ჩაინიშნოს ტექნიკური შეხვედრა, რომელიც მხოლოდ პრევენციულ ხასიათს ატარებს. მოხდება ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. მინდა ყველას მოვუწოდო, თავის შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისა და ქმედებებისგან, რამაც შესაძლოა კიდევ ერთხელ გამოიწვიოს გარკვეული დაძაბულობა და ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს საშიშროება შეუქმნას“, - აცხადებს ანთაძე.

სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან შიდა ქართლის გუბურნატორი მივიდა. გიორგი ხოჯევანიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

 

გუბერნატორის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაციების ნაწილი იყო პროვოკაცია, რასაც საზოგადოების მხრიდან გარკვეული გამოხმაურება მოჰყვა.

 

„ეს იყო პროვოკაციული განცხადებები, რასაც საზოგადოებაში გარკვეული გამოხმაურება მოჰყვა. მინდა ყველას მოვუწოდო, არ აჰყვეს პროვოკაციას. ჩვენ ამ წუთებში ვიმყოფებით ადგილზე, სოფელ ხურვალეთში. აქ სიმშვიდეა, გათვალისწინებულია უსაფრთხოების ზომებიც და არანაირი დაძაბულობა არ არის მოსალოდნელი“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ხურვალეთში ყოფნისას.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი აცხადებს, რომ მათი წარმომადგენლები მინიტორინგს ახორციელებენ დიდ ხურვალეთში.

 

„ბორდერიზაციის კუთხით ახალი ქმედებები არ შეიმჩნევა. ინციდენტები არ დაგვიფიქსირებია. ყველა მექანიზმი, მათ შორის ცხელი ხაზი, ამოქმედებულია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომუნიკაცია“, - დაწერა ერიკ ჰოგმა „ტვიტერის“ გვერდზე.

სოფელ ხურვალეთთან მისასვლელ გზაზე მედიისა და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს არ უშვებენ. ხურვალეთთან დამაკავშირებელ გზაზე პოლიციაა მობილიზებული, თუმცა სამართალდამცავები განმარტებებს არ აკეთებენ, თუ რატომ არ უშვებენ ხურვალეთისკენ მედიისა და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს.

 

როგორც მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" წევრმა ანა ჭარხალაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ადგილობრივმა მცხოვრებმა ლუდა სალიამ აცნობა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საქართველოს კოტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.

 

"ხშირად დავდივართ ხურვალეთში.მსგავსი შემთხვევა არასდროს ყოფილა, რომ პოლიციას ჩვენთვის გზა გადაეკეტა. ჩვენ ხურვალეთიდან გვიკავშირდებოდა ადგილობრივი ლუდა სალია, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. მისგან გავიგეთ ეს ინფორმაცია,რომ რუსები არიან ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულები. როგორც მან გვითხრა, ისინი შეიარაღებულები არიან. მოსახლეობა დახმარებას გვთხოვდა. აქ მოვედით და არ გვიშვებენ. პასუხი არ აქვთ, თუ რატომ არ გვიშვებენ. ეს არის გახარიას ბრძანება",- განაცხადა ანა ჭარხალაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. გავრცელებულ ინფორმაციაზე სუს-მა კომენტარი „გლობალპრესს“ საუბრისას გააკეთა.

 

„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან.

 

საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - განაცხადეს სუს-ში.

სოფელ ხურვალეთის განაპირას, იმ ტერიტორიაზე, სადაც 7 თებერვალს დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა სამეთვალყურეო კოშკურა დაამონტაჟეს, ცოტა ხნის წინ შეიარაღებული ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ.

 

როგორც „გლობალპრესს“ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განუცხადა, ჯერჯერობით მათი გამოჩენის მიზეზი უცნობია.

 

“სამი ნიღბიანი პირი ამ კოშკურიდან დაახლოებით 10 მეტრით აქეთ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია, მათი გამოჩენის მოტივი. ადგილზე იმყოფებიან ქართველი სამართალდამცავები, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის წარმომადგენლები და ვითარებას აკონტროლებენ. ამ წუთებში დაძაბული ვითარება არ არის“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

 

სოფელ ძუკაანთკარის განაპირას, იმ ადგილზე, სადაც სამეთვალყურეო კოშკურაა განთავსებული, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს რამდენიმე წლის განმავლობაში საგუშაგო ჰქონდათ მოწყობილი, სამეთვალყურეო კოშკი კი, მიმდინარე წლის 7 თებერვალს დაამონტაჟეს.

 

სოფელ ხურვალეთის განაპირას შეიარაღებული ნიღბიანი პირების გამოჩენის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ევროკავშირი

არქივი

« « » » ივნისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?