Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9691
EUR
3.2797
RUR
0.0461
GBP
3.6989

სამხრეთ ოსეთი სირიაში საელჩოს გაისად გახსნის, - ამის შესახებ ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა.

 

„სირიის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარება ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა 2018 წელს რესპუბლიკის საერთაშორისო ცხოვრებაში. ჩვენ ამისკენ დიდხანს მივდიოდით, მოლაპარაკებებსა და კონსულტაციებს ვატარებდით. რაც შეეხება საელჩოს გახსნას, ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ გაისად სირიაში ჩვენი საელჩო გაიხსნება“, - განაცხადა დიმიტრი მედოევმა.

 

მისივე განაცხადებით, რომ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ახალ შესაძლებლობებს ეძებს „რესპუბლიკის“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის.

 

„ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ევროპაში და მსოფლიოს სხვა რეგიონებში, რათა მოვიძიოთ მოკავშირეები, მეგობრები, ქვეყნები, რომლებიც პოტენციურად შეძლებენ ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას“, - დასძინა მედოევმა.

სამხრეთ ოსეთისთვის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან თბილისის პოლიტიკა არ შეიცვლება, - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოს არც ერთ პოლიტიკოსს არ სურს „სამხრეთ ოსეთთან“ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა.

 

„ჩვენთვის სულ ერთია თუ ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ გვესმის, რომ ეს გავლენას არ მოახდენს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობებზე. საქართველოში არავის აქვს სურვილი სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობები დაალაგონ ან ხელი მოაწერონ ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმს“, - განაცხადა მან.

 

ანატოლი ბიბილოვმა ასევე აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთს მხოლოდ თავისი ძალებისა და რუსეთის მხარდაჭერის იმედი აქვს“.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვალერი ბგანბა დაინიშნა. ამ „თანამდებობაზე“ ვალერი ბგანბამ 8 სექტემბერს ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი გენადი გაგულია შეცვალა.

 

„ხელი მოვაწერე ბრძანებას ვალერი ბგანბას დანიშვნის შესახებ. ამ ადამიანს თქვენ კარგად იცნობთ“, - განუცხადა „მთავრობის“ წევრებს ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ.

 

აღსანიშნავია, რომ 2012-2017 წლებში ვალერი ბგანბა ე.წ. პარლამენტის სპიკერის თანამდებობას იკავებდა.

ნატო-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის განცხადებებმა რიტუალური ხასიათი მიიღო, - ასე გამოეხმაურა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყება ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებას, სადაც ნატოს გენერალური მდივანმა, რუსეთს მოუწოდა უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

 

„ნატო-ს კონსოლიდირებული პოზიცია სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში კარგად ცნობილია და ამგვარმა მოწოდებებმა, რომელსაც თან ახლავს საქართველოს მხარდაჭერის შესახებ განცხადებები, რიტუალის ხასიათი მიიღო“, - აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში.

 

ასევე ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ „სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების დამყარება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად მოხდა“.

 

„იმ პირობებში, როდესაც საქართველო უარს ამბობს ხელი მოაწეროს შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და ცდილობს თავისი აგრესიის შედეგები საქართველო-რუსეთის ურთიერთობების სიბრტყეში გადაიყვანოს, სამხრეთ ოსეთი უფლებას იტოვებს უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება და გააძლიეროს რუსეთთან ერთად ერთიანი თავდაცვითი სივრცე“, - აცხადებენ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ბატონო პუტინო, გთხოვთ, გაეთრიეთ უკრაინიდან! - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ამერიკულ ტელეარხ NBC News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

პეტრო პოროშენკოს თქმით, ეს ის მესიჯია, რომელიც მას სურს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ვლადიმერ პუტინს „დიდი ოცეულის“ სამიტზე გადასცეს.

 

„რუსეთის რეალური მიზანი ზღვის ოკუპაციაა. რაც მოხდა, აგრესიის წამოწყება იყო. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რუსეთის აგრესიისთვის. ვემზადებით ჩვენი ქვეყნის დასაცავად. რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძვით თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. რუსეთი თავს გვესხმის იმის გამო, რომ არ გვსურს რუსეთის იმპერიის ნაწილი ვიყოთ. რამდენიმე შეხვედრა მქონდა ამერიკის პრეზიდენტთან და ვიცი, რომ ის მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს ბრძოლას. რუსეთი დიდ ფასს გადაიხდის, თუ თავს დაგვესხმება“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

 

25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტეში ორი უკრაინული კატერი და ბუქსირი დააკავეს. კიევში განმარტავენ, რომ ხომალდები ყველა ნორმის დაცვით მოძრაობდნენ, თუმცა „ეფ ეს ბე“-ში ამტკიცებდნენ, რომ მეზღვაურები სახიფათო მანევრებს ასრულებდნენ, მათ შესაჩერებლად კი რუს სამხედროებს ცეცხლის გახსნა მოუწიათ. შედეგად 6 უკრაინელი მეზღვაური დაიჭრა.

Global Press

აშშ-სთვის მტკიცედ მიუღებელია სირიის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადა, სადაც სირიის მიერ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ „აღიარებასთან“ დაკავშირებით საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, აფხაზეთი და " სამხრეთ ოსეთი" საქართველოს სუვერენული ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია.

„აშშ "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას მიიჩნევს საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევად.

აშშ-სთვის მტკიცედ მიუღებელია სირიის მიერ ამ ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ჩვენ მოვუწოდებთ სირიას, ასევე რუსეთს, ნიკარაგუას, ვენესუელას და ნაურუს გააუქმონ აღიარება. ასევე, აშშ-ს კანონმდებლობით ამ ტერიტორიების აღიარებისთვის შედეგების დადგომაა გათვალისწინებული. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს უკან წაიღონ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარება“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა. შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა აღიარა“.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით პასუხობს ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, რომელმაც ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში რუსეთს მოუწოდა, ჯარები გაიყვანოს და გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.

 

„აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებას, როგორც მორიგ პროვოკაციას აფასებს, რომელიც დამატებით დაძაბულობას ქმნის რეგიონში. ევროპელი მაღალჩინოსნების ამგვარი განცხადებები აგრესორი ქვეყნის მხარდაჭერაზეა მიმართული, რომელმაც გენოციდის არაერთი აქტი და შეიარაღებული აგრესია ჩაიდინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ“, - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

 

დე ფაქტო საგარეო უწყებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო დანაყოფების ყოფნა მკაცრად რეგლამენტირებულია აფხაზეთსა და რუსეთს შორის სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებებით“.

 

„ასევე გვსურს შევახსენოთ ნატო-ს გენერალურ მდივანს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარებას საბოლოო და შეუქცევადი ხასიათი აქვს. საქართველო-ნატო-ს ფორმატში სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას დამატებით საფრთხეს უქმნის“, - აცხადებენ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში.

,,ძალიან რთულია იმსჯელო ზუსტად რა კონკრეტულ საკითხებზე შეიძლება ყოფილიყო საუბარი, მაგრამ ფაქტია ერთი, რომ პოლიტიკას, რომელსაც რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში ახორციელებს არის მოკლევადიანი სამხედრო თუ პოლიტიკური სტრატეგიული ინტერესებზე გათვლილი“ ასე გამოეხმაურა მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას შეხვდრას

 

,,ასეთი შეხვედრები არ არის იშვიათი, არ არის პირველი და რათაქმაუნდა სრულად არალეგიტიმურია მისი ხასიათიდან გამომდინარე. რელურად რაც ახლა იკითხება და რასაც უწოდევენ მეკავშირეობას და სტრატეგიულ პარტნიორობას, იმ რუსული ენიდან ითარგმნება იმით რომ ეს არის სამხედრო პლაცდარმი და რუსიფიკაციის პოლიტიკა გრძელდება. ის რომ ეს რეგიონები ძალიან მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაში არიან ეს არის ფაქტი და მოცემულობა წლების განმავლობაში. ეს არის მოსახლეობის წუხილი,განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, ისინი დღეს იმყოფებიან მავთულხართების იზოლაციაში. ძალიან რთულია იმსჯელო ზუსტად რა კონკრეტულ საკითხებზე შეიძლება ყოფილიყო საუბარი, მაგრამ ფაქტია ერთი, რომ პოლიტიკას, რომელსაც რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში ახორციელებს არის მოკლევადიანი სამხედრო თუ პოლიტიკური სტრატეგიული ინტერესებზე გათვლილი და არაფერი აქვს საერთო აფხაზების, არც ოსების და არც ქართველების ინტერესებთან.“ - განაცხადა ციხელაშვილმა

 

მისი თქმით, თითქოს გარკვეული საფრთხე არის საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით. რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ყველამ კარგად იცის რომ საქრთველოს ევროატლანტიკური კურსი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

 

,,დღეს კიდევ გავრცელდა განცხადება, რუსები ძალიან ხშირად ავრცელებენ ხოლმე , ასევე დეფაქტო ხელისუფლების ზოგიერთი წამომადგენლის პირითაც გარკვეულ პოზიციებს, რომელიც გეოპოლიტიკურუ საკითხევს უკავშირდება, თითქოს გარკვეული საფრთხე არის საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული. რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ყველამ კარგად იცის რომ საქრთველოს ევროატლანტიკური კურსი არავის წინააღმდეგ არ გახლავს მიმართული. თუ რაიმე შეშფოთების საფუძველი აქვთ ამ რეგიონში მცხოვრებლებს, ეს არის სწორედ რუსული მზარდი სახედრო სიმძლავრეები, 130 ზე მეტი სამხედრო წვრთნა და მანერვი,რასაც წელიწადში ატარებენ და ის პოლიტიკა, რომელიც სრულიად უკეთებს იგნორირებას მოსახლეობის სოციალურ,ეკონომიკურ თუ ჰუმანიტარულ ინტერესებს“ - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა

Global Press

დე ფაქტო აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" ინფორმაციით, სირიამ მათი დამოუკიდებლობა აღიარა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ იუწყება.

ხუთშაბათს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი სირიასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას გეგმავს. ამის შესახებ დეფაქტო პარლამენტის სპიკერმა ვალერი კვარჩიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ამავე დღეს, 6 დეკემბერს, დეპუტატები განიხილავენ კანონპროექტს

 

„აფხაზეთის მთავრობასა და სირიის არაბული რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების“ საკითხს. თავად ფაქტი, რაც ასეთ უძველეს ქვეყანასთან ურთიერთობის დამყარებას უკავშირდება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სირიამ აფხაზეთი აღიარა, ამიტომ ამ ქვეყანასთან დიალოგს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენ საერთო სიმპათიები გვაქვს და ჩვენს შორის ჩამოყალიბდა კარგი ურთიერთობა“, - განაცხადა კვარჩიამ.

 

სირიის პრეზიდენტმა და აფხაზეთის დეფაქტო ლიდერმა თანამშრომლობისა და მეგობრობის შესახებ შეთანხმება 4 სექტემბერს გააფორმეს.

არქივი

« « » » სექტემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?