სოფელ ნიქოზის განაპირას, საოკუპაციო ხაზთან გუშინ დაკავებული სასულიერო პირი გაათავისუფლეს, - აღნიშნული ინფორმაცია „გლობალპრესს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

 

დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცველებს ნიქოზთან დაკავებული სასულიერო პირი ერგნეთში გადასცეს. მამა დავით დურგლიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანენ. მას კომენტარი არ გაუკეთებია.

 

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზის განაპირას, ე.წ. მესაზღვრეებმა ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირი, მამა დავითი (დურგლიშვილი) გუშინ დააკავეს. დაკავებული მღვდელი ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იყო მოთავსებული.

 

მამა დავითი თანმხლებ პირებთან ერთად გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და სასულიერო პირი დააკავეს. მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებმა გაქცევა შეძლეს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.