ხურვალეთის გზაზე პოლიციის საგუშაგოსთან მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ წევრები და სხვა აქტივისტები ამ დრომდე რჩებიან. საგუშაგოსთან ცოტა ხნის წინ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და პოლიტიკოსებიც გამოჩნდნენ.

 

კერძოდ, საგუშაგოსთან გია ბარამიძე, კობა ხაბაზი, ნიკა მაჭუტაძე, ბადრი ბასიშვილი და სხვები მივიდნენ.

 

რამდენიმე წუთის წინ შეკრებილებსა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მოხდა. აქტივისტების განცხადებით, საგუშაგოს ტერიტორიას მანამდე არ დატოვებენ, ვიდრე სოფელ ხურვალეთში ჩასვლის და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების ნახვის შესაძლებლობა არ მიეცემათ.

 

ამ დროისთვის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიაზე სიმშვიდეა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.