შვედი ეკოაქტივისტი, გრეტა ტუნბერგი ამერიკული როკ-ჯგუფის, Pearl Jam-ის ახალ ვიდეორგოლში გამოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.

 

სიუჟეტის თანახმად, მთავარი გმირი მკითხავთან მიდის, ის კი მას ბნელ მომავალს უწინასწარმეტყველებს: კლიმატის ცვილელებები კატასტროფას იწვევს, მთელი მსოფლიოს ქალაქები წყალში იძირება, ავსტრალია იწვის, მყინვარები დნება. შემდეგ კი კამერა მკითხავის სახეს აჩვენებს და აღმოჩნდება, რომ ეს გრეტა ტუნბერგია.

 

ვიდეორგოლის გადაღება მარტის შუა რიცხვებში დაიწყო. 17 წლის აქტივისტს მასში მონაწილეობა არ მიუღია. მისი სახე უკვე არსებული ვიდეოებიდან ამოჭრეს და სხვა მსახიობის სახეს დაადეს. თუმცა გრეტა ტუნბერგმა ვიდეო უკვე ნახა და მას დადებითი შეფასება მისცა.

 

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.