Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.2117
EUR
3.7763
RUR
0.0413
GBP
4.1678

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდღელუ ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3332 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3, 2897 ლარი იყო. შესაბამისად, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 0.0435 მეასედით გაუფასურდა.

 

რაც შეესხება ევროს, მისი კურსი 3.8812 ლარია, როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.8292 ლარს შეადგენდა, აქედან გამომდინარე ერვნული ვალუტა, ევროსთან მიმართებით 0.0520 მეასედით გაუფასურდა.

 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალში ხვალ შევა

 

შეგახსენებთ, რომ 23 სეტემბერს ეროვნულმა ბანკმა ლარის გამყარების მიზნით 40 მილიონი დოლარი გაყიდა

ავსტრალიაში ახალი ამბების Facebook გვერდებზე გავრცელება, შესაძლოა, ფასიანი გახდეს, - ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

კომპანია Facebook-ს ავსტრალიის ტერიტორიაზე ახალი ამბების გავრცელების შემთხვევაში თანხის გადახდა მოუწევს. მსგავსი გადაწყვეტილების მიღება დაგეგმილია Google-თან დაკავშირებითაც.

 

გამოცემის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით ავსტრალიაში კანონის მიღებას უახლოეს მომავალში აპირებენ. ავსტრალიის ხელისუფლების განცხადებით, ბოლო წლებია სოციალურ მედიაში ყოველდღიურად ათასობით ყალბი ინფორმაცია ვრცელდება, ახალი რეგულაციები კი მათ რიცხვს საგრძნობლად შეამცირებს.

 

ავსტრალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში Facebook-ის წარმომადგენელი უილ ელსონი. მისი თქმით, კანონი ახალი ამბების სააგენტოებს დააზარალებს, რადგან სტატიების სოციალურ ქსელში განთავსების შემთხვევაში ისინი იძულებულები გახდებიან თანხა გადაიხადონ.

უნცია ოქორს ფასმა სიმბოლურ ზღვარს - 2 ათას დოლარს გადააჭარბა და $2027,3 შეადგინა. ამის შესახებ Deutshe Welle წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ასეთი მაჩვენებელი ბირჟაზე COMEX, სამშაბათს ვაჭრობის დროს დაფიქსირდა. ეს ისტორიაში პირველად მოხდა. 2020 წლის დასაწყისიდან ოქრო თითქმის 30%-ით გაიზარდა. მანამდე რეკორდული ფასი 2011 წელს დაფიქსირდა და 1921,18 დოლარი შეადგინა.

 

ექსპერტები ფასის ზრდას კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ არაპროგნოზირებად გარემოს უკავშირებენ. ოქრო ინფლაციასა და ვალუტის გაუფასურებისგან დაცვის საშუალებად განიხილება.

 

ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ ფასი ახალ მაქსიმუმს მიაღწევს. მათი აზრით, მომდევნო 12 თვის განმავლობაში ერთი უნციის ფასი 2 300 დოლარამდე გაიზრდება.

Facebook-მა სოციალირი ქსელიდან რუსეთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები და გვერდები წაშალა. მათ შორის მოხვდა სამი ქსელი, რომელთა სამიზნე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა იყო, მათ შორის საქართველოც.

 

როგორც Facebook-ს განცხადებაშია ნათქვამი, ჯგუფები და გვერდები რუსეთიდან იმართებოდა და მათი მიზანი საკუთარი კონტენტის გავრცელება იყო აშშ-ში, სირიაში,დიდი ბრიტანეთში, უკრაინაში, სომხეთში და ბელარუსში მიმდინარე პროცესებზე, ასევე ნატოზე.

 

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ,,კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის“ უცხოური ან სახელმწიფო ჩარევის წინააღმდეგ სოციალური ქსელის პოლიტიკის დარღვევისთვის წაშლილიაა 214 პირადი ანგარიშუ, 35 გვერდი და 18 ჯგუფი, ასევე სოციალური ქსელ Instagram-ის 34 ანგარიში.

 

,, კამპანიის უკან მდგომი პირები ინფორმაციას მრავალ ენაზე აქვეყნებდენ, მათ შორის ინგლისურად, უკრაინულად, რუსულად და არაბულად. ისინი ხშირად აქვეყნებდენ ახალი ამბებისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ, მათ შორის სირიის სამოქალაქო ომის, თურქეთის საშინაო პოლიტიკის, ნატოოს. უკრაინის ომის, ბალტიის ქვეყნებში, საქართველოში, სომხეთში, ბელარუსსა და აშშ-ში პოლიტიკის შესახებ“ - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში

 

ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნულ კორდინირებულ საქმიანობას 2018 წლის აგვისტოსა და 2020 წლის თებერვალში წაშლილი ქსელებს უკავშირდება

 

,,იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული ოპერაციის უკან მდგომმა პირებმა გადადგეს ნაბიჯები, რათა დაემალათ საკუთარუ ვინაობა და კოორდინრება, ჩვენმა გამოძიებამ ეს კლასტერები რუსეთის სამხედრო უწყებებთან, მათ შორის სამხედრო სადაზვერვო სამსახურებთან დააკავშირა“ - ნათქვამია Facebook-ის განცხაებაში

სახელმწიფომ "თელასში" საკუთარი წილი, აუქციონზე გაიტანა. ხელისუფლება სტრატეგიული ობიექტის იმ 25%-საც ყიდის, რომელიც მას ეკუთვნის. არ არის გამორიცხული აქციები რუსულმა "რაო ესმა" იყიდოს, რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოს დედაქალაქის ენერგო უსაფრთხოებას ვეღარ გააკონტროლებს. თბილისის ენერგო მომარაგება მთლიანად რუსული კომპანიის დაქვემდებარებაში იქნება.

 

ამ სფეროში მომუშავე ექსპერტები არ გამორიცხავენ სხვა სცენარის განვითარებასაც. თელასის 25%-ის აუქციონზე გატანა დროში ემთხვევა პარლამენტის მეირ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომპანიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, როდესაც ინვესტორებს კონკრეტული შეზღუდვები დაუწესეს. არ არის გამორიცხული რომ კანონმდებლობის შეცვლა სწორედ თელასის წილის გასხვისების გამო მოხდა. რაც იმას ნიშნავს რომ ამ პროცესების უკან საკმაოდ გავლენიანი მაღალჩინოსნები დგანან.

 

ვინ არის მაღალჩინოსანი რომლის ინტერესების გამოც შესაძლოა კანონში ცვლილებები შეიტანეს, პლატფორმა 2020- ის წევრი ვასო ურუშაძე გვარებს არ ასახელებს, თუმცა არ გამორიცხავს რომ ამ პროცესების უკან იგივე პირების დაინტერესება დგას რაც "ყაზტრანსგაზის" შემთხვევაში იყო. მაშინ კი პირდაპირ ითქვა რომ ინტერესები პირადად თბილისის მერზე კახი კალაძეზე გადიოდა.

 

საკუთარ დაინტერესებას თელასის 25%იანი წილის შესყიდვაში გამორიცხავს თბილისის მერი. კახი კალაძე ამბობს რომ ამ თემაზე ინფორმაცია საერთოდ არ აქვს.

 

სწორედ მაღალჩინოსნების ინტერესებზე ამახვილებს ყურადღებას ოპოზიციაც. რომან გოცირიძე სტრატეგიული ობიექტების გასხვისებას აკრიტიკებს და დარწმუნებულია რომ ამ გარიგების უკან ქვეყნისთვის საკმაოდ სახიფათო პროცესები დგას.

 

საჯარო აუქციონი 2020 წლის 10 აგვისტოს გამოცხადდა და 9 სექტემბერს ჩატარდება. აუქციონის საწყისი ფასი 10 მილიონი დოლარიდან იწყება.

დასავლეთ თურქეთში, დენიზლის პროვინციის ქალაქ ბულდანში აღმოჩენილი უძველესი საპირფარეშოს ნანგრევებს აღადგენენ და ტურისტულ ობიექტად აქცევენ, - ამის შესახებ თურქული მედია წერს.

 

დაახლოებით 2 000-წლის წინ აშენებული რომაული საპირფარეშო 40-მდე ადამიანს დაიტევს.

 

როგორც იდეის ავტორები აცხადებენ, ობიექტის აღდგენა, გარდა იმისა, რომ ტურისტებს მიიზიდავს, მნიშვნელოვანია ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

 

რომაულ ხანაში საპირფარეშოები ქალაქების ცენტრებში იყო განლაგებული და დიდ როლს ასრულებდა სოციალური ჰიგიენის უზრუნველყოფაში. „ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო პანდემიის თავიდან ასაცილებლად“ - აცხადებენ ისტორიკოსები.

ეროვნული ვალუტა დღესაც გაუფასურდა. სებ-მა ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.2897 ლარი გახდა. კურსი კი რომელიც დღეს მოქმედებდა 3.2641 ლარი იყო

 

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8292 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8226 ლარი იყო

 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ადგილობრივ მედიასთან აცხადებს, რომ საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზის ევროპაში მიწოდება რამდენიმე თვეში დაიწყება

 

„ჩვენი ძირითადი ყურადღება ახლა მიმართულია სამხრეთის გაზის დერეფნის დასრულებაზე. ეს პროექტი ასევე წარმატებულად ხორციელდება. უკვე სრულდება მისი მეოთხე და ბოლო პროექტი – „TAP“. მიმაჩნია, რომ რამდენიმე თვეში აზერბაიჯანის ინიციატივით და ფართომასშტაბური საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, სრულად დასრულდება ერთმანეთთან დაკავშირებული სამი გაზსადენის მშენებლობა, რომელთა სიგრძე 3 500 კილომეტრია და აზერბაიჯანული გაზის მიწოდება უკვე მოხდება ევროპულ სივრცეში. ამგვარად, სამხრეთის გაზის დერეფანი სრულად შევა ექსპლუატაციაში. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული მოვლენა, რადგან ის „შაჰდენიზის“ საბადოს სრულად ამუშავების შესაძლებლობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ალიევმა.

 

ალიევის განცხადებით, „შაჰდენიზის“ საბადო სულ მცირე კიდევ 100 წლის განმავლობაში მოამარაგებს ბუნებრივი აირით აზერბაიჯანსა და მის პარტნიორ ქვეყნებს.

 

„ამავე დროს, ჩვენ ვაპირებთ ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოებას. „შაჰდენიზის“ საბადოდან ბუნებრივი აირის მიწოდება მოხდება საქართველოში, თურქეთში, ბულგარეთში, საბერძნეთსა და იტალიაში. თუ ალბანეთში გაჩნდება ბუნებრივი აირის ქსელი, ალბანეთიც გახდება ჩვენი ბუნებრივი პარტნიორი და ჩვენ გაზის ექსპორტს იქაც შევძლებთ. აზერბაიჯანული გაზის მიწოდება შესაძლებელია სხვა მეზობელ ქვეყნებშიც – ბალკანეთის რეგიონის სახელმწიფოებში“, – აღნიშნა ალიევმა.

გერმანიაში მფრინავი ტაქსი CityAirbus გამოსცადეს, რომელსაც ოთხი მგზავრის გადაყვანა შეუძლია და საათში 120 კილომეტრ ავითარებს. ამის შესახებ Travel and Leisure წერს.

 

ტაქსის შემქმნელები აცხადებენ, რომ იმედი აქვთ, მალე მფრინავი ტაქსები ქალაქში მგზავრებს გადაიყვანენ და ამის შედეგად საცობების თავიდან აცილება მოხდება. „მფრინავ ტაქსს, ხმელეთზე მოძრავისგან ის უპირატესობა აქვს, რომ უხმაუროდ გადაადგილდება“, - აცხადებენ გამომგონებლები.

 

პირველი ფრენა, გერამნიაში მფრინავი ტაქსით 2019 წლის დეკემბერში შესრულდა. ამ დრომდე არაა ცნობილი, როდის დაიწყება გერმანიაში მფრინავი ტაქსების წარმოება.

 

ფქვილი გაძვირდა. თუ აქამდე 1 ტომარა ფქვილის ფასი 55 ლარი იყო, დღეს ის უკვე 58 ლარი ღირს. ფქვილის გაძვირება კი პურის ფასის მატებას გამოიწვევს. პურის მრეწველთა კავშირში ამბობენ, რომ ჯერჯერობით არსებულ ფასს ინარჩუნებენ, თუცა მათი მოგების ხარჯზე და როდემდე შეძლებენ ასე გაგრძელებას, უცნობია.

 

პურის გარდა, სპეციალისტები სხვა პროდუქტების გაძვირებასაც ვარაუდოებენ და ამბობენ, რომ მოსახლეობა ოქტომბრიდან უკვე საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს ეროვნული ვალუტის გაუფასურების მძიმე შედეგებს.

 

ფასების ზრდა კი ეროვნული ვალუტის ყოველდღიურმა გაუფასურებამ გამოიწვია. "ბლუმბერგზე" ლარი დღეს უკვე გაუფასურდა და 1 აშშ დოლარი 3 ლარი 28 თეთრი ღირს. მისი ოფიციალური კურსი კი 3.26 ლარია. ეროვნული ბანკი ახლა კურსს დღის ბოლოს დაადგენს. პარალელურად, ცნობილი ხდება რომ სებ-ი კიდევ 40 მილიონ დოლარს გაყიდის. სექტემბრის თვიდან სებმ-მა უკვე 120 მილიონი გაყიდა, თუმცა ლარი ისევ თავისუფალ ვარდნაშია.

ფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით პარიზიდან თბილისში 178 მგზავრი ჩამოფრინდა.

 

ავიაკომპანია ფრენებს „ეარბას“ A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით შეასრულებს: პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი) – თბილისის მიმართულებით ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი – პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, თუ აპლიკაცია Tik Tok -ის ამერიკული განყოფილებას, ამერიკული კომპანია შეიძენს, აშშ-ის მთავრობამ გარიგებიდან წილი უნდა მიიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს

 

თეთრი სახლის ლიდერმა, ასევე აღნიშნა, რომ გარიგებიდან ,,მნიშვნელოვანი წილის“ მიღების შესახებ მოთხოვნაზე მას კომპანია Microsoft-ის ხელმძღვანელობასთანაც ჰქონდა საუბარი.

 

,,აშშ-მა ფასის დიდი წილი უნდა მიიღოს, რადგან ეს ჩვენ გავხადეთ შესაძლებელი. ეს შემოსავალი იქნება იმ გაყიდვიდან, რომელზეც არავინ იფიქრებს ჩემს გარდა. ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანია. გარიგებიდან ,,მნიშვნელოვანი წილის“ მიღებასთან დაკავშირებით კომპანია ,, Microsoft“ ხელმძღვანელობასთან, უკვე მქონდა საუბარი.“ - აცხადებს დონალდ ტრამპი

 

აშშ-ს პრეზიდენტი, ასევე აცხადებს, რომ თუ აპლიკაციის შეძენაზე ამერიკული კომპანია მოლაპარაკებებს 15 სექტემბრამდე არ დაასრულებს, Tik Tok - ი ამერიკაში აიკრძალება.

 

როგორც ცნობილია, აშშ-ს პრეზიდენტის ადმნისტრაცია ჩინურ კომპანია ,,ByteDance”- ს კუთვნილი აპლიკაცია Tik Tok-ი ჩინეთის ხელისუფლებისთვის მომხმარებლების მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა

არქივი

« « » » ოქტომბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?