დსთ-ს ქვეყნები იყო, არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

გიორგი ქობულიამ ბოლო ორი თვის მანძილზე ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტის შემცირებაზე და ამ ფონზე დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტის ზრდის ტენდენციის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთი თვის მაჩვენებელი საგანგაშო არ არის და უნდა დაველოდოთ კვარტალურ შედეგებს.

 

"ექსპორტის ზრდა დსთ-ს ქვეყნებში არ მიმაჩნია პრობლემად . დსთ-ს ქვეყნები არიან ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები. რაც შეეხება ევროკავშირთან ვაჭრობას , შესაძლებელია , დროებით, ერთი თვის განმავლობაში იყოს რაღაც ჩავარდნა, მაგრამ ძირითადი ტენდენცია ჩვენ ვნახეთ 2018 წლის განმავლობაში, რომ 19 %-მდე იყო ზრდა. ველოდებით, რომ 2019-შიც ასეთი ზრდა იქნება წლის ბოლომდე.

 

ერთი თვის მაჩვენებელი ეს არ არის დამამტკიცებელი რაიმე ტენდენციის. ვნახოთ. რა იქნება კვარტლის განმავლობაში.

 

დსთ- ს ქვეყნები იყო. არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი. ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყნები და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მათი ბაზარი. აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ რუსეთზე, აქ არის ლაპარაკი ისეთ ქვეყნებზე, როგორიც არის ყაზახეთი და ა.შ. ამაში არაფერი ცუდი არ არის. რაც შეეხება სტაბილურობას, ეს არის მზარდი ბაზრები , რომლებიც უფრო მეტ და მეტ მოთხოვნას შექმნიან საქართველოს პროდუქციაზე," - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.