სამწუხაროდ, წლების განმავლობაში გატარებულმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ჩვენ მემკვიდრეობაში გარკვეული პრობლემებით სავსე ეკონომიკური სტრუქტურა დაგვიტოვა. ბუნებრივია, ამ ყველაფერს სჭირდება მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ ეს შევცვალოთ და ქართული ეკონომიკა გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, უფრო ინკლუზიური, - ამის შსახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო ფორუმზე „კახეთი 2019“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

პრემიერმა ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის ფორუმი საქრთველოს ყველა რეგონში ტრადიციულად გაიმართება. მისი თქმით, რეგიონების განვითარება, ძლიერი რეგიონი ნიშნავს ძლიერ საქართველოს.

 

„მნიშვნელოვანია, რომ კახეთში, ჩვენს ულამაზეს კუთხეში ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. სპეციალურად მინდა, ხაზი გავუსვა ამ სიტყვას - ტრადიციას, ვინაიდან აღნიშნული ფორუმი მომავალშიც, ყოველწლიურად გაიმართება. იცით, რომ ჩვენ, განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ რეგიონალურ განვითარებაზე. ჩვენ, გვწამს, რომ ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს. ამასთან ერთად, ჩვენ ეკონომიკურ პოლიტიკაში განსაკუთრებულ პრიორიტეტს ვანიჭებთ ინკლუზიურ ზრდას, ისეთი ტიპის ზრდას, რომელიც შეეხება საქართველოს თითოეულ მოქლაქეს. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში გატარებულმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ჩვენ მემკვიდრეობაში გარკვეული პრობლემებით სავსე ეკონომიკური სტრუქტურა დაგვიტოვა. ბუნებრივია, ამ ყველაფერს სჭირდება მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ ეს შევცვალოთ და ქართული ეკონომიკა გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, უფრო ინკლუზიური.

 

ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა რეგიონალურ განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული როლი. ჩვენთვის ძალიან მნიშვენელოვანი იყო 2018 წელი, განსაკუთრებით კახეთის რეგიონისთვის, ვინაიდან სწორედ 2018 წელს რთველი, რომელიც ჩავატარეთ , ყველაზე წარმატებული იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლო წლებში გადადგმულმა ნაბიჯებმა მოგვცა კონკრეტული შედეგი, თუმცა ჯერ კიდევ შორს ვართ იმ ნიშნულიდან, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ.

 

ჩვენი შეფასებით, მხოლოდ კახეთის რეგიონი რომ ავიღოთ, ეკონომიკური პორტენციალის 25% არის მხოლოდ გამოყენებული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ამ ულამაზეს კუთხეში გვაქვს ეკონომიკის განვითარების ძალიან დიდი რესურსი. რაც მთავარია, ინკლუზიური განვითარების. ძალიან მიხარია, რომ დღეს დარბაზში ვხედავ ჩვენს მეწარმეებს, მიხარია, რომ ვხედავ უცხოელ მეწარმეებსაც, რომლებსაც სურვილი აქვთ საქართველოში ინვესტიციები განახორციელონ. სწორედ, მსგავსი ფორმატები უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენ, თქვენი თვალით ნახოთ საქართველოს ყველა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი“, - განაცხადა ბახტაძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.