მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტი ​საკრედიტო-საგარანტიო სქემის მექანიზმის შეცვლას განიხილავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, ეს საკანონმდებლო ცვლილებები ბიზნესის მდგრადობის უზრუნველყოფის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.

 

„ეს გახლავთ ერთ-ერთი ჩვენი ღონისძიება, რომლითაც ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ კომპანიებს, ადგილობრივ ბიზნესს. აქ ძირითადი შინაარსობრივი კომპონენტი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, შედიან ახალ ბიზნესში, მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90%-ის გარანტიით. ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აქვთ აღებული სესხი არსებულ პროექტებში, მათ სახელმწიფო მხარში დაუდგება 30%-ის გარანტიით. ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის და მათთვის ლიკვიდობის დატოვების ყველაზე სწრაფი და ეფექტიანი შესაძლებლობა“, - განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.