ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან მოსახლეობისთვის დენი 3.5 თეთრით გაძვირდება, კომერციული ობიექტებისთვის კი 11-13 თეთრით გაძვირდება

 

თბილისის მოსახლეობისა და კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი პირველი იანვრიდან ამოქმედდება და ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი ძალაში 2025 წლის ბოლომდე იქნება.

 

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიამ განცხადებთ, გაძვირება დამოკიდებულია თუ რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარენ კომერციული ობიექტები.

 

"დავიანგარიშეთ ტარიფები, მოსახლეობისთვის ტარიფების ზრდა შეადგენს სამნახევარ თეთრს, რაც შეეხება კომერციულ მომხმარებელს, აქ სამი ტიპის ძაბვის საფეხური გამოიყოფა, თითოეული ძაბვის საფეხურზე დადგენილია ცალ ცალკე ტარიფები, 11, 12 , 13 თეთრი" – განაცხადა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ

 

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებმა დადგენილების პროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

 

„თელასის“ სამომხმარებლო ტარიფები მოსახლეობისთვის შემდეგი იქნება:

 

პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით) – მოქმედი ტარიფი 14.544 თეთრი – ახალი ტარიფი 18.041 თეთრი;

 

მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ) – მოქმედი ტარიფი 18.556 თეთრი – ახალი ტარიფი 22.053 თეთრი;

 

მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი) – მოქმედი ტარიფი 23.040 თეთრი – ახალი ტარიფი 26.537 თეთრი.

 

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, 2021 წლის პირველი იანვრიდან დენის ტარიფი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვისაც იზრდება.

 

სემეკ-ის დადგენილების პროექტით, ასევე 3,5 თეთრით იზრდება ტარიფი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის.

 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტარიფები მოსახლეობისთვის (დღგ-ს ჩათვლით) შემდეგი იქნება:

 

პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით) – მოქმედი ტარიფი 14.237 თეთრი – ახალი ტარიფი 17.731 თეთრი;

 

მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ) – მოქმედი ტარიფი 18.213 თეთრი – ახალი ტარიფი 21.707 თეთრი;

 

მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი) – მოქმედი ტარიფი 22.733 თეთრი – ახალი ტარიფი 26.227 თეთრი.

 

სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ტარიფი კომერციული სექტორისთვის დაახლოებით 11 თეთრით მოიმატებს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.