საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ (სემეკი) თბილისში სასმელი წყლის ტარიფის ზრდა მხარი დაუჭირა. ახალი ტარიფი 2021 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში და 2023 წლის ჩათვლით იმოქმედებს. ახალი ტარიფის ორივე შემადგენელი კომპონენტი - „წყლის მიწოდება“ და „წყალარინება“ (კანალიზაცია) გაძვირებულია.

 

წყლის ტარიფიც ძვირდება, მრიცხველით გადამხდელი აბონენტებისთვის – 17 თეთრით, სულადობრივად გადამხდელისთვის – 63 თეთრით – ეს ტარიფები შეეხება, თბილისსა და მცხეთას.

 

სემეკი-ის გადაწყვეტილებით, ახალი ტარიფები შემდეგნაირად განისაზღვრება:

 

გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფი ერთ სულზე თვეში 3.829 ლარი იქნება, რაც არსებულ ტარიფს 0.531 ლარით აღემატება.

 

გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 0.424 ლარი, რაც არსებულ ტარიფს 0.145 ლარით აღემატება;

 

არსაყოფაცხოვრებო ტარიფი ერთ კუბურ მეტზე 5.511 ლარი, რაც არსებულ ტარიფს 1.78 ლარით აღემატება.

 

სემეკის მიერ წარმოდგენილი ტარიფები დღგ-ის გარეშე არის მოცემული, შესაბამისად მათ 18% ემატებათ.

 

ცნობისთვის, დღეს როგორც ცნობილი გახდა, მთავრობა თბილისში, მცხეთასა და რუსთავში სოციალურად დაუცველებისთვის წყლის ტარიფის მატებას სრულად დაასუბსიდირებს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.