Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9841
EUR
3.3422
RUR
0.0431
GBP
3.7394

ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვყავს. იყო 800 და ახლა არის 801 დადასტურებული შემთხვევა - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, ახალი შემთხვევა უკვე გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია ე.წ საბურთალოს კლასტერს განეკუთვნება.

 

„გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 4ით გაიზარდა და არის 644. ამ მონაცემების გათვალისწინებით ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 144 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სამ ნახევარჯერ უსწრებს ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს. გამოჯანმრთელებულთა პროცენტული რაოდენობა 80-ზე მეტია. ახალი შემთხვევა არის საბურთალოს წყარო და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტით არის გამოვლენილი. ჩვენი ცენტრის მონაცემები ჯერჯერობით სტაბილურია. გვყავს 57 დადასტურებული შემთხვევა. პრობლემური და მძიმე პაციენტი ამ ეტაპზე არ გვყავს. გვყავს მხოლოდ ორი პაციენტი მძიმე პნევმონიით. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო და მსუბუქი. ​გამოჯანმრთელებულების მონიტორინგი გრძელდება. დღეს სავარაუდოდ 7 პაციენტს ჩაუტარდება მონიტორინგი და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

 

საქართველოში კორონავირუსი 801 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 640 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 801 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 644 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში 2424 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 304.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში 5 თვის ჩვილმა კომაში გატარებული 32 დღის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

 

5 თვის დომ ანდრადემ საავადმყოფოში 54 დღე გაატარა, აქედან 32 დღეს ის კომაში იმყოფებოდა და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო შეერთებული.

 

„თავიდან მას სუნთქვა უჭირდა და ექიმებმა იფიქრეს, რომ ეს ბაქტერიული ინფექციაა. თუმცა მკურნალობა შედეგს არ იძლეოდა და დომის მდგომარეობა გაუარესდა. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, ბავშვი სხვა ჰოსპიტალში გადაგვეყვანა, სადაც მას კორონავირუსი დაუდგინეს“, - აცხადებს ჩვილის მამა, ვაგნერ ანდრადე.

 

ჩვილის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მშობლები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა ერთ-ერთი ნათესავის სახლში სტუმრობისას მომხდარიყო.

 

14 ივნისს დომ ანდრადეს 6 თვე შეუსრულდება და ის ამ დღეს სახლში შეხვდება. ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსმა 1 წლამდე ასაკის 25 ჩვილი იმსხვერპლა.

ჩვენ ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გვაქვს. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ის გეგმა, რომელსაც ჩვენ მივყვებით, გვაძლევს ვირუსის გავრცელების ეფექტურ კონტროლს, მაგრამ თითოეული ჩვენი ნაბიჯი ყოველდღიურად უნდა იყოს, უაღრესად ფრთხილი და გონივრული. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ეფექტურად გავუმკლავდეთ ეკონომიკურ კრიზისს. ჩვენი ამოცანა არის ინფიცირების უსწრაფესად გამოვლინება, ჩვენი მოქალაქის ეფექტური, სწრაფი მკურნალობა და შემდგომ, მისი ნორმალურ, ეკონომიკურ ცხოვრებაში ასევე სწრაფად დაბრუნება - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

 

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა ქვეყნის პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმაზე მუშაობს.

 

„ეს არის ერთადერთი გზა ვირუსთან ერთად ცხოვრების, ადაპტაციის და მართვის. ყველას კარგად გვესმის, რომ კრიზისიდან გამომდინარე დღეს ჩვენს მოქალაქეებს უჭირთ. ბევრმა დაკარგა შემოსავალი. ბევრ ადამიანს უბრალოდ შემოსავალი ვერ მიაქვს ოჯახში. ჩვენ არ გვაქვს ლოდინის დრო და შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის გლობალური პანდემია, გლობალური გამოწვევა, რა თქმა უნდა, ეს არის გლობალური ეკონომიკური კრიზისი და შეუძლებელია, ცალკე აღებული პატარა სახელმწიფო მარტო გაუმკლავდეს ამ გამოწვევას. ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

​რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს სიტყვით მოციქულთა სასახლის ფანჯრიდან მიმართა და განაცხადა, რომ პანდემიის პირობებში ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი ადამიანების გადარჩენაა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

„ადამიანების გადარჩენაა მნიშვნელოვანი და არა ფულის შენახვა და ეკონომიკის დახმარება, ადამიანების გადარჩენა, რაც ეკონომიკაზე უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ, ადამიანები წმინდა სულის ტაძრები ვართ, ეკონომიკა კი არა“, - განაცხადა პონტიფექსმა.

 

მის სიტყვებს მოედანზე შეკრებილები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. უმეტესობას პირბადეები ეკეთა და ერთმანეთისგან დისტანციას იცავდნენ. წმინდა პეტრეს მოედანი მორწმუნეებისთვის წინა ორშაბათს გაიხსნა.

საფრანგეთში 9 წლის კატა, სახელად პეპილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ გამოცემა New York post-ი წერს.

 

ცხოველი სავარაუდოდ პატრონისგან დაინფიცირდა, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუდგინეს.

 

ცხოველის გამოჯანმრთელებას თითქმის ერთი თვე დასჭირდა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 19 699 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 995 ადამიანი გარდაიცვალა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 1 851 520 შემთხვევა დადასტურდა, 107 175 ადამიანი კი გარდაიცვალა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი 248 ადამიანს დაუდასტურდა.

 

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 5 494 შეადგინა. დაიღუპა 63 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3 428 პაციენტი.

 

აზერბაიჯანში 4 მაისიდან კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შერბილება დაიწყო, თუმცა ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი 31 მაისამდე გახანგრძლივდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლელა სტურუას განცხადებით, კვლევები, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლაში თამბაქოს ეფექტურობაზე მიუთითებს, მცდარი მეთოდოლოგიით არის ჩატარებული.

 

მისივე თქმით, თამბაქოს მომხმარებლებში გართულებები, ინტენსიური თერაპიის ბლოკებში მოთავსების მაჩვენებელი და ლეტალური შემთხვევების რიცხვი გაცილებით მაღალია, ვიდრე არამწეველ კოვიდ-პაციენტებში.

 

„თამბაქოსთან და კორონავირუსთან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნიკოტინი და თამბაქოს მოხმარება იცავს ადამიანს კოვიდ-ინფექციისგან. ეს არის მითი, რომელიც არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. თვითონ მწეველი, თავისი ჩვევით არის ძალიან მაღალი რისკის მატარებელი. ხელი, რომელიც შეიძლება იყოს დაბინძურებული, მას მიაქვს ტუჩებთან და ეს ეხება როგორც ჩილიმს, ასევე ელექტრონულ სიგარეტს. ჩილიმის შემთხვევაში ვითარება კიდევ უფრო გართულებულია, ვინაიდან მოწევა საერთო მილაკიდან ხდება, რაც დაინფიცირების რისკს ზრდის. თუ ადამიანს პირბადე უკეთია, მისი მოხსნა უწევს, რაც ასევე ზრდის რისკს. უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ თამბაქოს მომხმარებლებში გართულებები, ინტენსიური თერაპიის ბლოკებში მოთავსების მაჩვენებელი და ლეტალური შემთხვევების რიცხვი გაცილებით მაღალია, ვიდრე არამწეველ კოვიდ-პაციენტებში. რაც შეეხება ე.წ. ფრანგულ კვლევებს, ისინი მცდარი მეთოდოლოგიით არის ჩატარებული, რის შესახებაც ფრანგი მეცნიერებიც საუბრობენ. მცდარი მეთოდოლოგია გულისხმობს იმას, რომ პაციენტები იყვნენ კლინიკის ექიმები, რომლებშიც მოწევის მაჩვენებელი ისედაც დაბალი იყო. არ იყო განხილული მწვავე და გართულებული შედეგები და ა.შ. რაც ყველაზე მთავარია, კვლევის ერთ-ერთ ძირითად ავტორს აქვს მჭიდრო კავშირი და მრავალწლიანი ურთიერთობა თამბაქოს ინდუსტრიასთან. ამ მცდარი ინფორმაციის გავრცელებამ ძალიან ცუდი შედეგი გამოიღო. სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანებმა გადაწყვიტეს სიგარეტის დიდი რაოდენობით შეძენა. სწორედ ამის აღსაკვეთად საფრანგეთის მთავრობამ ზედმეტი რაოდენობით სიგარეტის გაყიდვა აკრძალა. მოვუწოდებ ყველას, არ დაუჯერონ ან მითს. თამბაქოს მოხმარება ვერ იქნება კარგი ჯანმრთელობისთვის და ვერ დაგვიცავს ინფექციური დაავადებებისგან“, - აცხადებს ლელა სტურუა.

ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სომხეთში უარესდება, სამედიცინო დაწესებულებები კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტის დროულად მიღებას ვერ ახერხებენ. ამის შესახებ Facebook-ლაივში ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

 

„ცუდი ამბები მაქვს. ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ჩვენთან უარესდება. გუშინ კორონავირუსის 697 ახალი შემთხვევა დავაფიქსირეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულებები ყველას ჰოსპიტალიზაციას დროულად ვერ ახერხებენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით, ქვეყანაში ვირუსის დაახლოებით 20 ათასი უსიმპტომო გადამტანია, რომელმაც საკუთარი ინფიცირების შესახებ არაფერი იცის. ამის გათვალისწინებით, მან მოსახლეობას უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდა.

 

3 ივნისის მონაცემებით, სომხეთში COVID-19 10 524 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 3 454 გამოჯანმრთელდა, 170 კი გარდაიცვალა.

დედოფლისწყაროში სატვირთო მძღოლს კორონავირუსი დაუდგინდა.

 

ინფორმაციას ადასტურებენ მუნიციალუტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. პაციენტს PCR ტექსტი უკვე ჩაუტარეს, რომელმაც ვირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა.

 

ვირუსი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლს აღმოაჩნდა, რომელიც 22 მაისს რუსეთიდან ჩამოვიდა, ის საქართველოში დაბრუნებისთანავე თვითიზოლაციაში იყო.

 

„მძღოლი რუსეთში იმყოფებოდა. სწორედ მას დაემგზავრა პირი, რომლიც გადაიყვანეს კარანტინში, სადაც მას დაუდასტურდა ვირუსი. ეს არის მისი კონტაქტი, რის შედეგადაც გამოვიძახეთ კატასტროფის ბრიგადა და გადავიყვანეთ თბილისში“, - განაცხადა საზოგადოევრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარიეტა გონაშვილმა.

 

კახეთი დღემდე „მწვანე ზონად“ ითვლებოდა.

თამბაქოს ინდუსტრია სხვადასხვა ხრიკით და მიმზიდველობით ცდილობს ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანას, რომ ამით დიდი მოგება ნახოს. სწორედ ეს არის ერთი დიდი უზნეობა ჩემი გადასახედიდან , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა, როდესაც თამბაქოს დღესთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

მისი თქმით, წელს თამბაქოს დღის მთავარი თემა თამბაქოს ინდუსტრიისგან ახალგაზრდების დაცვაა.

 

ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

 

„თამბაქოს ინდუსტრია არის უზარმაზარი ინდუსტრია ერთი ტრილიონი დოლარის ბრუნვით მსოფლიოში და ის ცდილობს სხვადასხვა ხრიკით და მიმზიდველობით, შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ დაიწყონ მათ ამ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტის ხმარება და გახდნენ მათზე დამოკიდებული, რომ მეორე მხრივ ინდუსტრიამ ამით დიდი მოგება ნახოს. სწორედ ეს არის ერთი დიდი უზნეოება ჩემი გადასახედიდან, როცა ჩვენ ადამიანის სიცოცხლით ვვაჭრობთ და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ამიტომ მკაცრდება კანონმდებლობა. საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გამკაცრებასთან დაკავშირებით, რომ პირველ რიგში დავიცვათ ახალგაზრდები იმისგან, რომ არ დაიწყონ თამბაქოს მოწევა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ევროკავშირი

არქივი

« « » » ივნისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?