Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.0532
EUR
3.4477
RUR
0.0425
GBP
3.8144

გიორგი შაქარაშვილის საქმის მოცულობისა და ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების ინტენსივობის გათვალისწინებით საქმეზე გაფართოვდა საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა და სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად გამოძიებას ცენტრალური კრიმინალური პოლიცია აგრძელებს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე.

 

„სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.

 

ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვასაჯაროებთ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებულ ზარს, სადაც ის იძახებს პოლიციის ეკიპაჟს და ასევე ვასაჯაროებთ 112- ის ოპერატორის მიერ განხორციელებულ ზარს იაკობ ბრეგვაძესთან, სადაც ოპერატორი ბრეგვაძის ლოკაციის დაზუსტებას ცდილობს.

 

რაც შეეხება ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს, ამ საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს და თუ გამოიკვეთება მათი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცემა პროკურატურას.

 

როგორც ცნობილია, აღნიშნულ საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ჩადენისათვის ბრალი წარედგინა და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება 17 პირი. სისხლის სამართლის საქმეზე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, კერძოდ:

 

საქმეზე ჩატარებულია 450-მდე საგამოძიებო და 400-მდე საპროცესო მოქმედება. მათ შორის,

 

• გამოკითხულია 93 პირი

 

• გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში და მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულია 121 ჩხრეკა-ამოღება, რის შედეგადაც ამოღებულია 105 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი და ფოტოაპარატი. ასევე, საექსპერტო კვლევის მიზნით, საერთო ჯამში 40 პირისგან - ბრალდებულებისგან და საქმესთან შემხებლობაში მყოფი მოქალაქეებისგან ამოღებულია ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;

 

• ბრალდებულებისგან და საქმესთან შემხებლობაში მყოფი, საერთო ჯამში, 41 პირისგან აღებულია დნმ-ის და დაქტილოსკოპიური ნიმუშები;

 

• მობილური ოპერატორებიდან საქმეში გამავალ ათეულობით პირზე გამოთხოვილია ინფორმაცია მათი ლოკაციებისა და კავშირების დადგენის მიზნით;

 

• ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ვიდეო სათვალთვალო კამერების დაახლოებით 600 საათამდე ჩანაწერი;

 

• საქმის ფაქტობრივი გარემოებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით დანიშნულია 8 სახეობის 57 ექსპერტიზა, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, მიკრონაწილაკების, ბიოლოგიური, ნიადაგის, დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები;

 

ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან და სისტემატურად ვაწვდით ინფორმაციას გამოძიების მსვლელობისა და შედეგების შესახებ. აქვე მივმართავთ საზოგადოებას და ცალკეულ მედია საშუალებებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რათა არ დაზიანდეს გამოძიების ინტერესი და არ შეეშალოს ხელი საქმეზე სიმართლის დადგენას. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება მოხდება ეტაპობრივად“, - განაცხადა ბორცვაძემ.

 

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგ  მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამხურში ფეისბუქ პოსტის გამო ჟურნალსიტი ნინო ჭელიძე დაიბარეს. ჭელიძემ სოციალურ ქსელში, "მთავარი არხის" რეპორტაჟთან დაკავშირებით დაწერა და კითხვა დასვა - სჯერა თუ არა ვინმეს, რომ სახელმწიფო კოვიდ 19 -ის დიაგნოზის გაყალბებაში ფულს იხდის?

 

აღასანიშნავია, რომ ჟურნალისტის სტატუსი საჯარო არ არის და ის მან საკუთარ დახურულ გვერდზე დაწერა.

 

ამავე პოსტის ქვეშ "რესპბულიკური პარტიის" ერთ ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ კომენტარი დატოვა, რის გამოც სუს-მა დაკითხვაზე ისიც დაიბარა. სამნიძე ჭელიძისგან განსხვავებით საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს.

 

,,თავიდან მეგონა ხუმრობა იმიტომ რომ მითხრეს, რომ ფეისბუქპოსტის გამო ხდება. არ დამიკონკრეტეს რომელ პოსტს ეხებოდა...მერე გამომძიბელი გამეცნო და მითხრა, რომ უნდა მოვსიულიყავი დღეს ...ეს პოსტი 21 -ში მაქვს დაწერილი და არაფერი ინფორმაცია მე არ მაქვს და დავსვი კითხვა, მეტი არაფერი, თან ეს პოსტი დახურულია, საჯარო არ არის - ამბობს ჭელიძე

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ვასილ მამულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი წვეულებაზე იყო თავიდანვე, ის დაახლოებით შვიდ საათისვის არის ჩასული. როგორც კი სიტუაცია დაიძაბა, ტერიტორია მალევე დატოვა. შესაბამისად, როდესაც ეს უბედური შემთხვევა მოხდა, ლისის ტერიტორიაზე იყო. ის დააკავეს დღეს დილით, რვა საათზე. ჩემი ინფორმაციით, მას ბრალი აქვს წაყენებული 126-ე, ძალადობის მუხლით აქვს წაყენებული“, - აღნიშნა ვასილ მამულაშვილმა და განმარტა, რომ დამატებით დეტალებზე მასალების გაცნობის შემდეგ ისაუბრებს.

 

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ახალგაზრდა დააკავეს. მათ შორის არიან მცხეთის აგარაკზე მომხდარი კონფლიქტის უშუალო მონაწილეები და ის მორაგბეები, რომლებიც ავტომობილით მოგვიანებით ჩავიდნენ.

 

19 წლის ფეხბურთელი, რომლის დაზიანებული ცხედარიც მაშველებმა 4 დღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს, გუშინ დაკრძალეს. ოჯახი ექსპერტიზის პასუხის მოლოდინშია.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

 

შსს ჯერჯერობით დეტალებზე არ საუბრობს. დაკავებულთა უმრავლესობა დიღმის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი, მათთან უკვე მიდიან ადვოკატები.

გლდანში გვიან ღამით, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნილი 6 წლის ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პირველადი ინფორმაციით, მას მძიმე გარეგანი და შინაგანი მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული.

 

ადგილობრივების თქმით, პირველ სართულზე გამოძახებული ლიფტის კარი ისე გაიღო, რომ კაბინა არ ჩამოსულა, ბავშვი კი ღია კარში შევიდა და მოულოდნელად შახტში ჩავარდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

პატარა თემქაზე, ბავშვთა პედიატრიულ „პრივატ კლინიკაშია“ მოთავსებული.

ეს არის ის დამიანები ვინც კონფლიქტში იღებდნენ მონაწილეობას, ორი მანქანა სავესე იყო ხალხით და ეს რიცხვი გასაკვირი არ არის - ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ოჯახი საქმეში მონაწილე ახალგაზრდების დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

 

როგორც გარდაცვლილის ბიძა ამბობს, არ არის გამორიცხული ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის გარდა, საქმეში გამოიკვეთოს ხულოგნობისა და დანაშაულის დაფარვის მულხლებით გათვალისწინებული დანაშაული

 

,,ჩვენთვისაც ცნობილი გახდა რომ დააკავეს 17 ადამიანი. სავარაუდოდ როგორც ჩადენილი ქმედებიდან შეიძლება ვივარაუდოთ, ეს შეიძლება იყოს ძალადობა, ძალადობის ორგანიზება, შესაძლებელია რიგ შემთხვევებში საქმე გვქონდეს ხულიგნობასთან და დანაშაულის დაფარვასთან" -  ამბობს შაქარაშვილის ბიძა.

 

პოლიციამ გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე 17 პირი დააკავა. შსს-ს ამასტან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გავურცელებია. დაკავებულებს შორის არიან "ტოიოტა ქამრის" მძღოლი და მგზავრი, მორაგბეები - არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანიცაა. როგორც თბილისის პოლიციის სამმართველოსთან დაკავებულის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ორი მუხლით - ჯგუფური ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლითაა დაკავებული.

 

ადვოკატი აცხადებს, რომ არასრულწლოვანი ჩხუბის არცერთ ეპიზოდში არ მონაწილეობდა.

 

"დილით დამირეკა გამომძიებელმა და მითხრა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 143-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლავს რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ასევე ედავებიან თავისუფლების უკანონო აღკვეთას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არანაირ ძალადობასა და კონფლიქტში არ მონაწილეობდა. ბრალს გამოძიება რითი წაუყენებს არ ვიცით, თუმცა, განცდა და ეჭვი გვიჩნდება იმისა, ხომ არ სურს გამოძიებას რაიმეს გადაფარვა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც სახლში დაწყებულ კონფლიქტში და არც შემდეგ მაგისტრალზე გაგრძელებულ ჩხუბში არ მონაწილეობდა, გაკვირვებულები ვართ. ჩვენ წინა დღეებში პოლიციაში ვიყავით, დნმ-ის ანალიზი ჩავაბარეთ, ასევე ხელის კვალის ნიმუში ჩავაბარეთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არანაირ ნივთს არ ფლობდა და არც რაიმე იარაღი ჰქონია", - განაცხადა გელხაურმა.

 

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ადვოკატი მზია ქასრაშვილი ვარაუდობს, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. მან ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მანამდე ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ თქვა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს გარეგანის გარდა შინაგანი დაზიანებები ჰქონდა.

 

„ალქსანდრე გეჯაძემ განაცხადა, რომ გიორგი შაქარაშვილს აქვს მიყენებული ბლაგვი საგნის მსგავსი დარტყმა, რომელიც მუშტს არ ჰგავს დარტყმის სიძლიერით. რამაც გამიჩინა ეჭვი რომ ეს არის მკვლელობა. ეს არ თქმა უნდა ჩემი მოსაზრებაა. აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ მას ფეხი დაუცდა. ექსპერტიზა რას დაადგენს, ეს მასზეა დამოკიდებული“, - აცხადებს მზია ქასრაშვილი.

 

ქასრაშვილი ვახო ახვლედიანის ადვოკატია, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებს და გარდაცვლილი მიცემული ჩვენების თანახმად ბოლოს მან ნახა.

 

29 ივნისს დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ ხელმძღვანელმა, ალექსანდრე გეჯაძემ „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ გიორგი შაქარაშვილს შინაგანი დაზიანებებიც აქვს მიყენებული.

ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილის მამის, რამაზ ტატიაშვილის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 პირს შორის, მისი შვილიც არის. აღნიშნული ინფორმაცია რამაზ ტატიაშვილმა „გლობალპრესთან“ საუბრისას დაადასტურა.

 

„დაფიქსირებულია კამერების ჩანაწერები, სადაც გიგა არც აგარაკზე არ ჩხუბობს, არც მაგისტრალზე, გიგამ დაუძახა ყველას გაჩერდით, პატრული მოდისო, ამის შემდეგ თავი დაანებეს და წამოვიდნენ, ყველაფერი დაფიქსირებულია, როგორი სუფთაც გიგა არის, ასეთი სუფთა არავინ არ არის, დიახ იმ 17 პირთან ერთად გიგაც დააკავეს. რაც ედავებიან არ ვიცი“ - აღნიშნა რამაზ ტატიაშვილმა.

 

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის შავი "ტოიოტა ქამრის" მძღოლი და მისი მგზავრი, მორაგბეები არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე არიან. დაკავებულების ადვოკატის ვასილ მამულაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები რამდენიმე საათის წინ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დაკავებულება სავარაუდოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის "ა" პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს - თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

 

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ახალგაზრდები დააკავეს.

 

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა.

 

„კერძოდ: 2020 წლის 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად მყოფი მოზარდების ორ ჯგუფს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში.

 

ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილისში, ანგარიშსწორების მიზნით დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა და ავტომანქანებით გაემგზავრა მცხეთაში.

 

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ.

 

ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, დაედევნენ გაქცეულებს, რომლებიც მიიმალნენ მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანგარიშსწორების მიზნით, მოძალადეებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო მისი მეგობარი, 2001 წელს დაბადებული გ.ა. იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

 

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შედეგად აღმოჩენილ იქნა მდინარე არაგვის კალაპოტში. ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და შესაბამისად, უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.

 

ჩვენ კვლავ აქტიურად ვთანამშრომლობთ გარდაცვლილის ოჯახთან და გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ვაწვდით ინფორმაციას.

 

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლის ,,ბ“ და ”გ“ ქვეპუნქტებით დაკავებული არიან: ს.ჩ., ს.გ. და ი.წ.; სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ც., ლ.შ., გ.მ. და გ.ტ.; სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკავებულია ვ.ჩ; სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და ნ.ჟ.; 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით კი დაკავებული არიან: ვ.მ., ა.ქ., ა.გ., ნ.რ. და ზ.ხ.“, - განაცხადა ბორცვაძემ.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთაგან ორი სპორტსმენის ადოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები მცხეთაში „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით ჩავიდნენ, თუმცა კონფლიქტში არ მონაწილეობდნენ.

 

„ისინი ადგილზე მოგვიანებით ჩავიდნენ - ერთი მძღოლი და მეორე მგზავრი. როდესაც აგარაკზე მივიდნენ, იქ უკვე აღარავინ იყო. კონფლიქტი უკვე მომხდარი იყო, წვეულება - დაშლილი. მათი ჩვენებების თანახმად, როდესაც ისინი ავტომაგისტრალზე შეხვდნენ ბიჭებს, კონფლიქტი ამოწურული იყო. ფოტოგრაფის ჩვენებიდანაც ირკვევა, მანამდე პირველი მანქანა იყო მისული და მაშინ გაიქცნენ ფოტოგრაფიც და გიორგი შაქარაშვილიც“, - აცხადებს ბექა ნემსიწვერაძე.

 

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ახალგაზრდა დააკავეს. მათ შორის არიან მცხეთის აგარაკზე მომხდარი კონფლიქტის უშუალო მონაწილეები და ის მორაგბეები, რომლებიც ავტომობილით მოგვიანებით ჩავიდნენ.

 

19 წლის ფეხბურთელი, რომლის დაზიანებული ცხედარიც მაშველებმა 4 დღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს, გუშინ დაკრძალეს. ოჯახი ექსპერტიზის პასუხის მოლოდინშია.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

 

შსს ჯერჯერობით დეტალებზე არ საუბრობს. დაკავებულთა უმრავლესობა დიღმის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი, მათთან უკვე მიდიან ადვოკატები.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ახალგაზრდები დააკავეს. „გლობალპრესის“ ინფორმაციით, დაკავებულებს შორის წუხელ მცხეთა- მთიანეთის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხული თენგო ბარბაქაძეც არის.

 

17 დაკავებულს შორის არის ასევე ადვოკატ დავით ჭიკაიძის დაცვის ქვეშ მყოფი პირი. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ჭიკაიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დღეს დილით 8 საათზე დააკავეს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

 

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

არქივი

« « » » ივლისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?