Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9336
EUR
3.2487
RUR
0.0447
GBP
3.5602

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანთი, ბრიტანეთის ძებნილი მოქალაქის, ჯეკ შეპარდის საქართველოში დაკავებას საკუთარ twitter-ის გვერდზე ეხმაურება.

 

როგორც „გლობალპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ბრიტანელი დიპლომატი საქართველოს პოლიციას და მინისტრ გიორგი გახარიას ჯეკ შეპარდის დაკავების პროცესში გაწეული ხელშეწყობისა და წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.

 

"გამოვხატავ ჩემს დიდ მადლიერებას გიორგი გახარიასა და ქართული პოლიციის მიმართ, ძებნილი ბრიტანელის, ჯეკ შეპარდის დაკავების პროცესში გაწეული ხელშეწყობისა და წარმატებული თანამშრომლობისთვის. მადლობას ვუხდი ბრიტანეთის ეროვნულ კრიმინალურ სააგენტოს (National Crime Agency), მეტროპოლიტენის პოლიციას (UK metropolitan police) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს“, - წერს მინისტრი ჯერემი ჰანთი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში, 23 იანვარს დააკავა. 1987 წელს დაბადებული ჯეკ შეპარდი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა. ქართველი და ბრიტანელი სამართალდამცველების თანამშრომლობით, ჯეკ შეპარდზე საერთაშორისო არხებით ძებნა მიმდინარე წლის 12 იანვრიდან გამოცხადდა.

 

31 წლის ბრიტანელი ლონდონის ცენტრალური კრიმინალური სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი გაუფრთხილებლობით ერთი პირის სიცოცხლის მოსპობის გამო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შემთხვევა 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს, - ამის შესახებ „გლობალპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თქვენ საწინააღმდეგოს რომ ამბობთ, თუ ხვდებით?!, - ასე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა ბრალდებულ ვაზელ მამადიანს სიტყვის დასრულების შემდეგ. კერძოდ, რეპლიკის დროს ბრალდებულმა ვაზელ მამადიანმა აღნიშნა, რომ მან დეტალურად შეამოწმა ტერიტორია და იქ გაჟონვის კვალი ვერ აღმოაჩინა.

 

"ლიფტის შახტაც ვნახე და ყველა სართული ვნახე. არ იყო სუნი. აპარატიც ჩავრთე ამ სადარბაზოში. მრიცხველსაც დავაკვირდი და როდესაც გაჟონვაა, სწრაფად ბრუნავს ხოლმე. იქ ასე არ იყო. შემდეგ გარეთ შევამოწმე, გარედან ხომ არ შედიოდა გაზი. ჩემ დროს იქ სუნი არ ოყო“, - განაცხადა ვაზელ მამადიანმა.

 

ამის შემდეგ მოსამართლე ჩაეკითხა ბრალდებულს, რასთან ჰქონდა საქმე, რაზეც მამადიანმა უპასუხა, რომ სავარაუდოდ იქ გაზი 4-5 დღის განმავლობაში გროვდებოდა.

 

"თქვენ საწინააღმდეგოს რომ ამბობთ, თუ ხვდებით?!", - მიმართა მოსამართლემ ბრალდებულს.

 

ამის შემდეგ მხარეებმა რეპლიკები გაცვალეს და მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. პროკურორი „ყაზტრანსგაზ_თბილისის“ ბრალდებული თანამშრომლების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. პროკურორ დავით კიკაჩეიშვილის თქმით, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებული ორი პირის, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილი თანამშრომლების, თორნიკე ტატიშვილისა და ვაზელ მამადიანის მიმართ აღკვეთის ღონიძიება გამოყენებული უნდა იყოს, რათა ბრალდებულებმა თავი არ აარიდონ გამოძიებას და არ მოახდინონ მტკიცებულებების შეცვლა.

 

დაცვის მხარე მოითხოვს ბრალდებულები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვონ, ხოლო ალტერნატივის სახით გირაო - ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარი, ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი იყოს გამოყენებული.

 

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.

მას შემდეგ, რაც ჩაგვბარდება განჩინების დასაბუთებული ვერსია, ბრალდების მხარე კანონით დადგენილი წესით მას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ, - ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის საქმის პროკურორმა დავით კიკაჩიშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

 

როგორც ცნობილია, საქალქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის, მოთხოვნა, რომლის თანახმად ის გეგეშიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ამასთან, ბრალდების მოთხოვნა იყო, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გეგეშიძეს მუშაობის გაგრძელების უფლება არ ჰქონოდა. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა მხოლოდ გირაოს ნაწილში დააკმაყოფილა. რაც შეეხება მტკიცებულებებს, რომელიც ბრალდების მხარეს საქმეში აქვს, როგორც პროკურორმა დავით კიკაჩეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხდა, არსებობს იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც სპორტის სასახლეში მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა ფედერაციის პრეზიდენტს შორის არსებულ დაპირისპირებას შეესწრნენ. ამასთან, საქმეში დევს დაზარალებულ დათუნაშვილის ჩვენებაც.

 

„ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული იყო ის მტკიცებულებები, რაზე დაყრდნობითაც ჩვენ ვითხოვდით მის პასუხისგებაში მიცემას. ეს გახლავთ მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის უშუალოდ თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები, ასევე დაზარალებული ზურაბ დათუნაშვილის, ამასთან, ვიდოჩანაწერები, სადაც ასახული იყო უშუალოდ ინციდენტი. შსს-მ გამოძიება მოცემულ საქმეზე დაიწყო 2019 წლის 11 იანვარს, როდესაც პირველი შეტყობინება შევიდა საგამოძიებო უწყებაში. ეს დღე გახლავთ ის დღე, როდესაც აღნიშნულ ინციდენტს ადგილი ჰქონდა სპორტის სასახლეში. მას შემდეგ მიმდინარეობდა აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არც თავად დაზარალებული ზურაბ დათუნაშვილი და არც ბრალდებული თამაზ გეგეშიზე გამოძიებასთან იმთავითვე არ თანამშრომლობდნენ. ანუ საუბარი არის 2019 წლის 22 იანვარზე, როდესაც დაიკითხა სასამართლოში ზურაბ დათუნაშვილი, მოჰყვა საგამოძიებო უწყების მიერ მყისიერი რეაგირება, რაც გეგეშიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაში გამოიხატა. გეგა გეგეშიძეს გააჩნია დაზიანებები. მისი განმარტებით, მან დაზიანება მიიღო აღნიშნული ინციდენტის დროს, თუმცა იგი არ ასახელებს კონკრეტულ პიროვნებას, თუ ვისგან მიიღო აღნიშნული დაზიანებები. ბუნებრივია, შესაბამისი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა მას ჩაუტარდება“, - განაცხადა დავით კიკაჩეიშვილმა.

ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირები, რომლებიც გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ, სასამართლო წესით დაიკითხებიან, - ამის შესახებ „გლობალპრესს“ შსს-ში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე, მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება 11 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო. გამოძიებამ უკვე გამოკითხა შეტყობინების ინიციატორი. ასევე, დადგენილია კონფლიქტში მონაწილე პირების ვინაობა, რომლებიც გამოსაკითხად დაბარებული იქნენ პოლიციაში. ვინაიდან მათ ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე განაცხადეს უარი, მათი გამოკითხვა მოხდება სასამართლო წესით. გამოყენებული იქნება კანონით განსაზღვრული ყველა ბერკეტი ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად“, - განუცხადეს „გლობალპრესს“ შსს-ში.

 

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა ფეისბუქში" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს თბილისის მთავარ სამმართველოში ბრალი წაუყენეს. მათ სამსახურეობრივ გულგრილობას ედავებიან.

 

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის პრიმა ნაწილით, რაც გულგრილობას ითვალისწინებს. სავარაუდოდ, ახლა გამომძიებელი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე შუამდგომლიბის შესატანად მიდის. არც ერთი ბრალდებული არ დაკითხულა, თავს დამნაშავედ არ თვლიან. აღნიშნული ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩვენ ვითხოვთ, აღკვეთი ღონისძიების არც ერთი სახეობა არ იქნეს გამოყენებული და ალტერნატივის სახით გირაო იქნეს შეფარდებული", - განაცხადა ადვოკატმა თამარ ჯაფარიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე „ყაზტრანსგაზ - თბილისის” ორი თანამშრომელი გუშინ დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ, გეგა გეგეშიძის დაპირისპირების საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ნიკა მარგველაშვილმა გეგა გეგეშიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.

 

პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღინისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. გეგეშიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დღესვე, გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება. სასამართლომ გეგეშიძე ასევე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც დატოვა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატები მოსამართლის მიერ მიღებულ განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. როგორც ბრალდებულთა ადვოკატმა თამარ ჯაფარიძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დაცვის მხარემ მოსამართლისგან ვერ მოისმინა დასაბუთებული გადაწყვეტილება, თუ რატომ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა.

 

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო.

 

პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე კი ითხოვდა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარის, ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი ყოფილიყო გამოყენებული.

 

ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად 19 იანვარს წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა.

 

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე ”ყაზტრანსგაზის” ორი თანამშრომელი დააკავეს.

 

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებული არიან "ყაზტრანსგაზის" სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები. შს სამინისტროს განცხადებას „გლობალპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩა N8-ში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს.

 

დაკავებულები არიან "ყაზტრანსგაზის" სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები - 1957 წელს დაბადებული ვ.მ. და 1991 წელს დაბადებული თ.ტ., რომლებიც 2019 წლის 16 იანვარს აღნიშნულ მისამართზე, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, კორპუსის მცხოვრებლების გამოძახების შედეგად მივიდნენ.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ავთანდილის ქუჩა N8-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე „ყაზტრანსგაზის“ ცხელ ხაზზე დარეკეს და დახმარება ითხოვეს, რადგან კორპუსში ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი იგრძნობოდა და ეჭვი ჰქონდათ, რომ გაზი ჟონავდა. ადგილზე მისულმა „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა - ვ.მ.-მ და თ.ტ.-მ კორპუსში გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს, მოსახლეობას კი განუმარტეს, რომ კორპუსში გაზის სუნი არ იყო და საღებავის სუნში ეშლებოდათ. სპეციალისტების წასვლის შემდეგ, რამდენიმე საათში მოხდა აფეთქება. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 220-ე მუხლებით განაგრძობს. დანიშნულია: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა, აფეთქების მიზეზების გამომწვევი ტექნიკური ექსპერტიზა, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა და ტექნიკური ექსპერტიზა, რომელთა დასკვნის საფუძველზე გამოიკვეთება აღნიშნულ დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და გატარდება შესაბამისი ზომები“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

დაქტოლოსკოპიამ აჩვენა, რომ იარაღზე დაკავებული უკრაინელების ანაბეჭდები არ არის, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა სემიონ სემენჩენკომ საქართველოში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებზე საუბრისას განაცხადა.

 

„დაკავებულები ცალკე-ცალკე საკნებში იმყოფებიან. დაქტოლოსკოპიამ აჩვენა, რომ იარაღზე მათი ანაბეჭდები არ არის. არანაირი მტკიცებულებები არ არის. მთელი ეს ისტორია, რომ თითქოსდა მასობრივი მიტინგების მოწყობის მცდელობა იყო, არ დადასტურდა. მხოლოდ იარაღის შენახვაა საქმეში მოცემული. დაკავებულები ამბობენ, რომ მათ იარაღი ჩაუდეს. მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი ჰოსპიტალიზირებული იყო, ნერვული აშლილობა ჰქონდა. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება გაარკვევს ყველაფერს, თუ ვინ არის ამ პროვოკაციის ორგანიზატორი. ეს პროვოკაციაა, რომელშიც ჩაითრიეს საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები. ეს უნდა სწრაფად შეწყდეს. ვიმედოვნებთ, რომ სამართალი იზეიმებს. დაკავებულებმა შეწყვიტეს შიმშილობა, ჩვენ მათ ეს ვთხოვეთ, ვინაიდან ისედაც ცალკე საკნებში სხედან, რაც ძალიან რთულია“, - განაცხადა რადას დეპუტატმა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოში დაკავებული უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. შვიდივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

 

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ. მათივე ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია „ბერეტას“ და „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო.

 

პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე მოითხოვდა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარის, ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი ყოფილიყო გამოყენებული.

 

ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად 19 იანვარს წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა.

 

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.

ბრალდების მხარეს დავით კირკიტაძის წინააღმდეგ იმნდენად თვალსაჩინო მტკიცებულებები ჰქონდა წარდგენილი, ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კირკიტაძის საქმის პროკურორმა გიორგი მიქელაძემ განუცხადა.

 

როგორც ის განმარტავს, მას შემდეგ, რაც დასაბუთებული განაჩენი ჩაბარდებათ, სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს ბრალდების მხარე აუცილებლად გაასაჩივრებს. მისივე თქმით, საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებით, ასევე წერილობითი მტკიცებულებებით კირკიტაძის ბრალი დასტურდებოდა.

 

„სამწუხაროდ, სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი დავით კირკიტაძის მიმართ. ბრალდების მხარეს მის წინააღმდეგ იმნდენად თვალსაჩინო მტკიცებულებები ჰქონდა წარდგენილი, ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.

 

მას შემდეგ, რაც ჩაგვბარდება განაჩენის დასაბუთებული ვერსია, ბრალდების მხარე აუცილებლად გაასაჩივრებს მას სააპელაციო წესით. მას შემდეგ, რაც ჩაგვბარდება განაჩენის დასაბუთებული ვერსია, ვნახავთ, თუ რატომ არ გაიზიარა, რატომ არ შეაფასა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სასამართლომ საკმარისად დავით კირკიტაძის მიმართ გამამატყუნებელი განაჩენის გამოსატანად აღნიშნული მტკიცებულებები. ამის მერე, ჩვენ მას აუცილებლად გავასაჩივრებთ“, - აღნიშნავს მიქელაძე.

 

დღეს სასამართლომ დავით კირკიტაძე იმ სისხლის სამართლის საქმეზე გაამართლა, სადაც გამოძიება გუბერნატორობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.

 

კირკიტაძის მიმართ გამოძიება სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც მიმდინარეობს. მას ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს. გამოძიება კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, ველისციხეში 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის.

 

აღნიშნულ საქმეზე კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

არქივი

« « » » აგვისტო 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?