ახალწვეული ქაზიმ გახრამანოვის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე დაკავებული პირები თანამდებობის პირები არ არიან, - ამის შესახებ ,,გლობალპრესს“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

 

,,სამხედრო პოლიციის მიერ დაკავებული პირები თანამდებობის პირები არ არიან, ისინი ახალწვეულები არიან. ინციდენტი ახალწვეულებს შორის მოხდა. მათ სახელებს და გვარებს უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე ვერ დავასახელებთ“, - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა. ახალწვეული ქაზიმ გახრამანოვი, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს უკვე 5 თვეა „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში გადის, რამდენიმე პირს ოფიცრის თანდასწრებით, თანხის გამოძალვასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.