ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ფაქტზე გუშინ ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

 

ნათია მეზვრიშვილის თქმით, დაკავებული არასრულწლოვანია. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტსივრცეში კიდევ ერთხელ გავრცელების შემკვეთი არ იკვეთება.

 

„ამ ეტაპზე მოვახერხეთ, დავაკავეთ უკვე, მოზარდია დაკავებული. სამწუხაროა, რომ მოზარდია დაკავებული. დეტალებს ბევრს ვერ გეტყვით ახლა იმიტომ, რომ მიმდინარე პროცესია. სხვა საგამოძიებო მოქმედებებსაც ვატარებთ და ალბათ, რომ დასრულდება შეხვედრა უფრო მეტი დეტალის თქმის შესაძლებლობა მომეცემა. მოზარდია დაკავებული, მის მიერ არის ეს ვიდეო ატვირთული. როგორც ჩემთვის ამ ეტაპზე ცნობილია აღიარებს ამ ქმედებს. ინტერესი არანაირი პირადი თემა არ ყოფილა. ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეა, რომელმაც ეს ვიდეო ატვირთა. ატვირთა იუთუბზე, ამ ეტაპზე ამ ნაწილში შემკვეთი არ იკვეთება,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ისევ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ ფარული კადრების შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მიიღო.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.