შსს-ში პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ვიდეოჩანაწერის გავრცელების თაობაზე ჟურნალისტ ელისო კილაძის გამოკითხვა დასრულდა.

 

როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ ელისო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების თაობაზე გამოძიებას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდა. კილაძე სამინისტროში გამომძიებლების კითხვებს დაახლოებით 2 საათის განმავლობაში პასუხობდა.

 

„გამოძიებას ჰქონდა კითხვები იმ „ფეისბუქ“ მომხმარებელთან დაკავშირებით, რომელმაც ჩემს სტატუსზე პირველად დაწერა ინფორმაცა იმის თაობაზე, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი გასაჯაროვდა. ასევე მათ, გადავეცი მტკიცებულებები იმის დასტურად, რომ ეს შეტყობინება მე, ნამდვილად მივიღე. შემდეგ შსს-ს გადავეცი ლინკი, სადაც განთავსებული იყო პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი. გადავეცი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გამოვიძახე პატრული და ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.

 

დაკავებულ პირთან მიმართებაში გარკვეული ეჭვები მაქვს. ვფიქრობ, ის არ არის ისეთი რიგითი მოზარდი, რომ ინფორმირებული არ იყოს, თუ რას ნიშავდა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის youtobe-ზე ატვირთვა. ჩემი ინფორმაციით, ის აქტიური პირია. სხვადასხა პოლიტიკურ გაერთიანებებთან ჰქონდა აქტივობები”, - განაცხადა კილაძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.