ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას მამა, თენგიზ კალანდია არ გამორიცხავს, რომ ისიც დააკავონ. ამის შესახებ კალანდიამ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„ხვალ და ზეგ დამიჭერენ მეც და ჩემს უფროს შვილსაც, ასევე ჩვენთან ერთად ორი ბიჭი რომ იყო, მათაც. 9 თვეა, გარეთ ვართ და სპეციალურად არ დაამთავრეს ჩვენი პროცესი, რომ ჩვენს გასაჩუმებლად ბერკეტი ჰქონოდათ, ხმა არ ამოგვეღო. ჩვენ როგორც კი ხმას ამოვიღებთ და იმ პირების სახელებს და გვარებს დავასახელებთ, რომლებიც ფიზიკურად გაგვისწორდნენ, ჩვენს დაკავებას არ გამოვრიცხავ, რომ ხმის ამომღები არავინ დარჩეს“, - განაცხადა კალანდიამ.

 

მიხეილ კალანდიას მამა, რომელიც დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მის შვილებთან ერთად არის ბრალდებული, ამტკიცებს, რომ დაკავების შემდეგ, სასურველი ჩვენების მისაცემად სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.