შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის წინ 10 პირია დაკავებული.

 

როგორც „გლობალპრესს“ შსს-ში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღსვევათა კოდექისის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებულები, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 

მოძრაობა "სირცხვილიას" წევრის გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან: ზუკა ბერძენიშვილი, ბექა კოკაია, ბექა ბასილაია, რომეო ფარულავა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.