„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

 

როგორც „გლობალპრესს“ უწყებაში განუცხადეს, გვარამიამ სუს-ში მისვლაზე უარი განაცხადა და ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება.

 

უწყების ცნობითვე, ნიკა გვარამია გამოკითხვაზე ორი დღის წინ, მის მიერ ჩატარებულ ბრიფინგთან დაკავშირებით არის დაბარებული.

 

ცნობისთვის, ტელეკომპანია "მთავარის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დავალებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.