პირი, რომელმაც ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანის მისამართით გასროლა განახორციელა, პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

 

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე მისი გამოკითხვა და გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე - პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანას წყნეთის გზაზე გუშინ საღამოს ესროლეს. თავად სულაბერიძის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ ვინ განახორციელა წყნეთში სროლა მისი ავტომობილის მიმართულებით.

 

როგორც ლერი სულაბერიძემ ჟურნალისტებს პოლიციის განყოფილებაში, მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა, თვითონ ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გასროლა განახორციელეს. ლერი სულაბერიძის განმარტებით, სავარაუდოდ, მანქანიდან მოხდა გასროლა.

 

შსს-ს ინფორმაციით, მომხადრთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 19 –108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ასევე დაწყებულია 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.