23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს მამუკა ჭელიძეს შეხვდნენ. შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, თამარ ბაჩალიაშვილის მამამ განაცხადა, დაპირება მიიღეს, რომ საქმეს სწრაფად გამოიძიებენ.

 

„როგორც სიტყვა მოგვცეს, ყველაფერს დეტალურად, თავის დროზე გაგვაცნობენ და სწრაფად გამოიძიებენ. დღეს ისეთს არაფერს გავეცანით. ყველაფერი აინტერესებდათ, ჩვენ რა ვიცით. მოვუყევით, დანარჩენს დაველოდოთ გამოძიებას, როგორ იქნება“,- განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

 

ინფორმაციისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებას ახლა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

 

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.