„შსს-ში საქმის მასალებს ჯერ კიდევ ეცნობიან“, - თამარ ბაჩალიშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოჯახის ვარაუდით, შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილს გარკვეულ ინფორმაციაზე წვდომა მართლაც ჰქონდა, რის გამოც ბოლო პერიოდის განმავლობაში ნერვიულობდა.

 

„რაც შეეხება ვერსიას, რაც მასმედიაში გაჟღერდა, ყველა ვერსიამ უნდა იარსებოს და ყველაფერზე უნდა იყოს რეაგირება მომხდარზე. ოჯახის პოზიცია არის ძალიან მტკიცე და ძალიან მყარი, რომ საქმე ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული. დედამ და მამამ დააფიქსირეს პოზიცია, რომ შესაძლოა, სწორედ ამის გამო ნერვიულობდა ბავშვი იმ პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, მისი პროფესიიდან და თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ფაილებზე წვდომა ჰქონოდა. ამ ეტაპზე გამოძიება ამბობს, რომ საქმის მასალას ეცნობა, რომელიც დიდია და ვერ მოასწრეს საქმის გაცნობა. საქმის მასალების გადმოცემის თაობაზე შუამდგომლობა რომ დავაყენე, ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ, რადგან დღესაც ყუთში დევს“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა გულისხმობს.

 

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.