ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის კუჭში, ნაღვლის ბუშტში, ღვიძლში, ნაწლავსა და თირკმელში აღმოჩენილია ტკივილგამაყუჩებლებისა და საძილე პრეპარატების შემცვლელი ნივთიერებები.

 

ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

 

„ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულია ქიმიურ- ტოქსიკოლოგიური, ბიოლოგიური, ტრანსოლოგიური ექსპერტიზის შედეგები. საბოლოო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში: კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავი, თირკმელი, კუნთი აღმოჩნდა, წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები. გარდაცვლილის ორგანიზმში არსებული მედიკამენტების ოდენობა ასეულობით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას. ასევე, ეს მედიკამენტები ერთდროულად მიღებისას ადამიანის ორგანიზმში აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.